Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

3M DBI-SALA Nano-Lok XL Bedienungsanleitung Seite 131

Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 38
3.0 დამონტაჟება
3.1
დაგეგმვა: მუშაობის დაწყებამდე დაგეგმეთ, თუ როგორ იმუშავებთ ვარდნისაგან დასაცავი სისტემით. გაითვალისწინეთ
ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე ვარდნამდე, ვარდნის დროს და
ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ მოთხოვნები და შეზღუდვები, რომლებიც აღწერილია მე-2 თავში.
3.2
ანკერაჟი: მე-7 სურათზე გამოსახულია ტიპიური SRD ანკერაჟის შემაერთებლები. აირჩიეთ ანკირების ადგილმდებარეობა
იქ, სადაც თავისუფალი ვარდნისა და რხევის რისკი მინიმუმამდე დავა (იხილეთ 1-ლი თავი). აირჩიეთ ანკირების ხისტი
წერტილი, რომელიც გაუძლებს 1-ლ თავში აღწერილ სტატიკურ დატვირთვას.
3.3
ღვედების შეერთება: ვარდნისას დაცვის სისტემასთან ერთად საჭიროა სხეულზე დასამაგრებელი ღვედების
კომპლექტის გამოყენება. შეაერთეთ ჩამკეტიანი კაუჭი (A) თვითშემტაცი მოწყობილობის უსაფრთხოების ღვედზე
ზურგის D-რგოლის მეშვეობით (B), რომელიც მოთავსებულია სხეულზე დასამაგრებელი ღვედების კომპლექტზე (იხილეთ
სურათი 8). ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა კიბეზე ასვლა, სასურველია ეს სისტემა შეერთებული იყოს წინა, მკერდზე
დამაგრებული D-რგოლით. ღვედების კომპლექტების შეერთების ადგილებთან დაკავშირებით ინსტრუქციების მისაღებად
მიმართეთ კომპლექტის მწარმოებელს.
4.0 ექსპლუატაცია
;
;
თუ პირველად ან იშვიათად ვიყენებთ თვითშემტაცი;მოწყობილობა - ებს ( SRD - ები ), მათ გამოყენებამდე უნდა
გადავხედოთ „ უსაფრთხოების ინფორმაციას ", რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოს დასაწყისში წერია SRD .
4.1
ყოველი გამოყენების წინ: ვარდნისაგან დაცვის სისტემის გამოყენებამდე ყოველთვის გულდასმით შეამოწმეთ, რომ
სისტემა კარგ მუშა მდგომარეობაში იყოს. შეამოწმეთ, გაცვეთილი ან დაზიანებული ხომ არ არის სადმე. შეამოწმეთ,
ყველა ჭანჭიკი თუ ადგილზეა და მჭიდროდაა ჩახრახნილი. შეამოწმეთ უსაფრთხოების ღვედის სწორი უკან შეტაცება,
რისთვისაც გამოსწიეთ ხაზი და დაუკვირდით მის ნელა შესრიალებას. შეტაცების დროს თუ რაიმე დაბრკოლებას
შენიშნავთ, ეს ნაწილი მომსახურებიდან უნდა ამოიღოთ და გაანადგუროთ. შეამოწმეთ უსაფრთხოების ღვედი გაჭრილი,
დამწვარი, დაჭყლეტილი ან კოროზიით შეჭმული ხომ არ არის. შეამოწმეთ ჩაკეტვის ფუნქცია, რისთვისაც ხაზი მკვეთრად
გამოსწიეთ. შემოწმების დეტალები იხილეთ „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" (ცხრილი 3). თუ შემოწმების
დროს გამოვლინდება მოწყობილობის არაუსაფრთხო მდგომარეობა, ნუ გამოიყენებთ სისტემას.
4.2
ვარდნის შემდეგ: ყველა სისტემა, რომელზეც იმოქმედებს ვარდნის შეჩერების ძალა ან რომელსაც დაეტყობა ვარდნის
შეჩერების დროს მიყენებული დაზიანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორც ეს აღწერილია მე-3 ცხრილში,
დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.3
სხეულის საყრდენი: 3M SRD-ების გამოყენების დროს აუცილებლად უნდა გვეცვას სხეულის ღვედების სრული კომპლექტი.
ვარდნისაგან ზოგადი დაცვისთვის, მიუერთეთ ზურგის (დორსალურ) D-რგოლს. ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა კიბეზე
ასვლა, სასურველია ეს სისტემა შეერთებული იყოს წინა, მკერდზე დამაგრებული D-რგოლით. ღვედების კომპლექტების
შეერთების ადგილებთან დაკავშირებით ინსტრუქციების მისაღებად მიმართეთ კომპლექტის მწარმოებელს.
4.4
ვარდნის შემაჩერებლის შეერთებები: როცა კაუჭით ვამაგრებთ, შეამოწმეთ, რომ არ გახსნას (იხ. სურათი 5). ნუ
გამოიყენებთ ისეთ კაუჭებსა და მაერთებლებს, რომლებიც ბოლომდე არ ჩაიკეტება მისამაგრებელ საგანზე. ნუ
გამოიყენებთ ისეთ ჩამოსაცმელ კაუჭებს, რომლებიც არ იკეტება. ანკერაჟის ადგილმა უნდა დააკმაყოფილოს 1-ელ
ცხრილში დასახელებული მოთხოვნები გამძლეობაზე. შეასრულეთ დამამზადებლის ინსტრუქციები, რომლებიც თან
ახლავს სისტემის თითოეულ კომპონენტს.
4.5
ექსპლუატაცია: თვითშემტაცი მოწყობილობის გამოყენებამდე, შეამოწმეთ ის მე-3 ცხრილში მოცემული ინსპექტირების
პროცედურების შესაბამისად. თვითშემტაცი მოწყობილობის გამოყენების დროს, შეაერთეთ ის სათანადოდ მოწყობილ
ანკერაჟის წერტილთან ან ანკერაჟის კონექტორთან, როგორც აღწერილია ზემოთ. შეაერთეთ თვითჩამკეტი კაუჭი
უსაფრთხოების ღვედზე ზურგის D-რგოლის მეშვეობით, რომელიც დამაგრებულია სხეულის ღვედების სრულ კომპლექტზე
(see Figure 8). საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ სამაგრების ზომა, ფორმა და გამძლეობა ერთმანეთის თავსებადი
იყოს. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ყველა კაუჭი ბოლომდე ჩამჯდარი და ჩაკეტილი იყოს. მიმაგრების შემდეგ
მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია იმოძრაოს რეკომენდებულ სამუშაო სივრცეში ნორმალური სიჩქარით. შეერთების
და ჩახსნის სამუშაოებისას, ღვედის გაშლის და ჩაკეცვის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ტეგების გამოყენება. ტეგი
შეიძლება გამოყენებული იქნას თვითშემტაც მოწყობილობაში ღვედის უკონტროლო დახვევის თავიდან ასაცილებლად.
სამუშაო პირობებიდან და გარემოდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს ტეგის თავისუფალი ბოლოს დამაგრება,
რათა მან ხელი არ შეუშალოს აღჭურვილობის ან დანადგარის მუშაობას.
4.6
ჰორიზონტალური სისტემები: როცა SRD-ს ჰორიზონტალურ სისტემებში (ანუ ჰორიზონტალური საანკერო ხაზი,
ჰორიზონტალური ორტესებრი ვაგონეტი) ვიყენებთ, SRD უნდა იყოს ჰორიზონტალური სისტემების თავსებადი.
ჰორიზონტალური სისტემები უნდა აიგოს და დამონტაჟდეს კვალიფიციური ინჟინრის ზედამხედველობით. დეტალების
შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ჰორიზონტალური სისტემის მოწყობილობის დამამზადებელს.
;
;
მე - 4 ნახაზზე მოცემული უსაფრთხოების დიაპაზონის მნიშვნელობები გამოთვლილია ხისტი და უძრავი
საანკერო წერტილის გათვალისწინებით და არ ვრცელდება ჰორიზონტალური საანკერო ხაზის (HLL) სისტემებზე .
ინფორმაციისათვის იხილეთ HLL- ის ინსტრუქციები და რჩევისათვის მიმართეთ HLL- ის დამმონტაჟებელს , რათა
განსაზღვროთ ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონი .
5.0 შემოწმება
5.1
შემოწმებათა სიხშირე: თვითშემტაცი;მოწყობილობა უნდა შემოწმდეს განყოფილება;2-ში განსაზღვრული დროის
შუალედებში. შემოწმების პროცედურები აღწერილია „ შემოწმებებისა და ტექმომსახურების ჟურნალში " ( ცხრილი 3 ).
;
;
უკიდურეს სამუშაო პირობებში ( მკაცრი გარემო , ხანგრძლივი გამოყენება და ა . შ .) შეიძლება უფრო ხშირად იყოს
საჭირო შემოწმებები . ( იხ . ცხრილი; 2).
5.2
როცა მოწყობილობა არაუსაფრთხო ან დეფექტურია: თუ შემოწმების დროს გამოვლინდება არაუსაფრთხო
მდგომარეობა ან რაიმე დეფექტი, სასწრაფოდ ამოიღეთ SRD მოხმარებიდან და გადააგდეთ (იხ. ნაწილი;6).
;
;
მოწყობილობის რემონტი ნებადართულია მხოლოდ 3M- ის ან იმ მხარეების მიერ , რომლებსაც 3M- გან მიღებული
აქვთ წერილობითი ნებართვა .
131

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis