Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

3M DBI-SALA Nano-Lok XL Bedienungsanleitung Seite 130

Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 38
2.0 გამოყენება
2.1
სამაშველო გეგმა: ამ აღჭურვილობის გამოყენების შემთხვევაში, დამკვეთს უნდა ჰქონდეს დაწერილი სამაშველო გეგმა და იმის
შესაძლებლობა, რათა დანერგოს და გააცნოს ეს გეგმა მომხმარებლებს, უფლებამოსილ პირებსა და მაშველებს.
2.2
შემოწმებათა სიხშირე: თვითშემტაცების შემოწმება უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ
ყოველი გამოყენების წინ (იხილეთ ცხრილი 2). ამას გარდა, შემოწმება უნდა განახორციელოს კომპეტენტურმა პირმა
მომხმარებლისა არაუმეტეს ერთი წლის ინტერვალებით. ექსტრემალურ სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო, ხანგრძლივი
გამოყენება და ა. შ.) შეიძლება უფრო ხშირად იყოს საჭირო კომპეტენტური პირის მიერ მოწყობილობის შემოწმება. შემოწმების
პროცედურებია აღწერილია „ შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში " (ცხრილი 3). კომპეტენტური პირის მიერ შემოწმების
შედეგები უნდა აისახოს „ შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში " ან ჩაიწეროს რადიო სიხშირის იდენტიფიკაციის (RFID)
სისტემის საშუალებით.
2.3
ნორმალური ოპერაციები: ნორმალურ ოპერაციებში, როცა მუშა ნორმალური სიჩქარით გადაადგილდება, საანკერო ხაზი
გაიშლება და შეიტაცება დაბრკოლების ან დაჭიმულობის შემცირების გარეშე. თუ ვარდნა მოხდება, სიჩქარის მიმართ
მგრძნობელობით აღჭურვილი სამუხრუჭო სისტემა ამოქმედდება და ვარდნას შეაჩერებს წარმოქმნილი ენერგიის შთანთქმის გზით.
მუშაობის ნორმალურ პირობებში უეცარ ან სწრაფ მოძრაობებს უნდა მოვერიდოთ, ვინაიდან ამან შეიძლება თვითშემტაცის საკეტი
აამოქმედოს. საანკერო ხაზის მარშრუტის ბოლოში დაწყებული ვარდნის შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია სარეზერვო
ხაზის სისტემა ანუ ენერგიის შთანმთქმელი, რათა შემცირდეს ვარდნის შეჩერების ძალები. თუ თვითშემტაც მოწყობილობაზე
მოხდა ვარდნის შეკავების ძალის ზემოქმედება: ამოიღეთ ექსპლუატაციიდან, დანიშნეთ „გამოყენებისთვის უვარგისად",
შეამოწმეთ და მოექეცით ისე, როგორც მითითებულია განყოფილებებში 5 და 6.
2.4
სხეულის საყრდენი: თვითშემტაცი მოწყობილობა-თან ერთად გამოყენებული უნდა იყოს მთელი სხეულის დამცავი ღვედების
სისტემა. საკიდრის სამაგრი წერტილი უნდა იყოს განლაგებული მომხმარებლის სიმძიმის ცენტრის თავზე. თვითშემტაცი
მოწყობილობა-თან ერთად დაუშვებელია სამონტაჟე სარტყელის გამოყენება. თუ ჩვეულებრივი ქამრის გამოყენების დროს
მოხდება ვარდნა, ამ დროს ქამარი შეიძლება თავად გაიხსნას ან, ვინაიდან ეს ქამარი სხეულს არასწორად დაიჭერს, ადამიანი
დაშავდეს.
2.5
კომპონენტების თავსებადობა: თუ ეს სხვაგვარად მითითებული არაა, 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ 3M-ის მიერ
დამტკიცებულ კომპონენტებსა და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან ქვესისტემების გამოყენებამ ან
შენაცვლებამ, რომლებიც დამტკიცებული არ არის, შეიძლება შეუთავსებლობის რისკი გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს
მთლიანი სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე. შეასრულეთ თქვენი ვარდნისას დაცვის პერსონალური სისტემის
კომპონენტების და ქვესისტემების მწარმოებლების მიერ მოწოდებული ინსტრუქციები.
2.6
შემაერთებლების თავსებადობა: მაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევა მაშინ, როცა ისინი ერთად
გამოსაყენებლად არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს მოულოდნელად არ გახსნის მიუხედავად მათი
ორიენტაციისა. თავსებადობის შესახებ რაიმე შეკითხვის შემთხვევაში, დაუკავშირდით 3M-ს.
თვითშემტაცი მოწყობილობის დასამაგრებელი კონექტორები უნდა აკმაყოფილებდეს EN362-ის მოთხოვნებს. შემაერთებლები
უნდა იყოს ანკერაჟთან ან სისტემის სხვა კომპონენტებთან თავსებადი. ნუ გამოიყენებთ არათავსებად მოწყობილობებს.
არათავსებადი შემაერთებლები შეიძლება უცბად გაიხსნას (იხილეთ მე-5 სურათი). შემაერთებლები თავსებადი უნდა იყოს
ზომით, ფორმითა და ძალით. საჭიროა თვითჩამკეტი სასხლეტი კაუჭები და კარაბინები. თუ შემაერთებელი ელემენტი, რომელზეც
სასხლეტიანი ჩამკეტი კაუჭი ან კარაბინი მაგრდება, უფრო პატარა ზომისაა ან სხვა ფორმისაა, როგორც კი მას ძალა დაადგება,
კაუჭის ან კარაბინის რაზა შეიძლება გაიხსნას (ა). ძალის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს რაზას გახსნა (ბ), რასაც შეიძლება
შედეგად მოჰყვეს სასხლეტიანი კაუჭის ან კარაბინის მიმაგრების წერტილიდან ჩახსნა (გ).
2.7
მიერთება: სასხლეტიანი ჩამკეტი კაუჭები და კარაბინები, რომლებსაც ამ მოწყობილობასთან გამოიყენებთ, თვითჩამკეტი უნდა
იყოს. შეამოწმეთ, რომ ყველა შემაერთებლის ზომა, ფორმა და ძალა აღჭურვილობასთან თავსებადია. ნუ გამოიყენებთ არათავსებად
მოწყობილობებს. შეამოწმეთ, რომ ყველა შემაერთებელი ბოლომდე ჩაკეტილი და ჩამჯდარია. 3M-ის შემაერთებლები (სასხლეტი
ჩამკეტი კაუჭები და კარაბინები) უნდა გამოვიყენოთ ისე, როგორც მომხმარებლის შესაბამის ინსტრუქციებშია მითითებული.
არასწორი შეერთებების მაგალითები იხილეთ მე-6 სურათზე. ნუ მიაბამთ სასხლეტიან ჩამკეტ კაუჭებსა და კარაბინებს:
A.
D-რგოლზე, რომელზეც სხვა შემაერთებელია მიერთებული.
B.
ისე, რომ რაზა მოხვდეს დატვირთვის ქვეშ. დიდყელიანი სასხლეტები ჩამკეტი კაუჭები არ უნდა შევუერთოთ სტანდარტული
ზომის D-რგოლებს ან მსგავს საგნებს, რის გამოც რაზას სიმძიმე დააწვება, თუ სასხლეტი კაუჭი ან D-რგოლი გადაიგრიხება
ან მოტრიალდება, იმ შემთხვევაში, თუ რასაკვირველია სასხლეტი კაუჭი არ არის აღჭურვილი 16 კნ (3600 გირვანქის) გამძლე
რაზით. შეამოწმეთ სასხლეტზე ნიშნული ჩამკეტ კაუჭზე წარწერა, რათა დააზუსტოთ, რომ ის ამ მიზნისათვის მოხმარებისთვის
ვარგისია.
C.
არასათანადო მიმაგრების დროს სასხლეტიდან ჩამკეტი კაუჭიდან ან კარაბინიდან გამოწეული ნაწილები სამაგრ წერტილში
გაიჩხირება, თუმცა ვიზუალურად შემოწმების გარეშე ბოლომდე ჩამჯდარი გამოჩნდება.
D.
ერთმანეთზე.
E.
პირდაპირ ქსოვილზე ან თასმაზე ან თოკის საჭიმარზე, ან ანკერულ საჭიმარზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მწარმოებლის
ინსტრუქციების თანახმად, დასაშვებია ასეთი გადაბმა როგორც საჭიმარზე, ასევე მაერთებელზე).
F.
ნებისმიერ საგანს, რომლის ზომა და ფორმა ისეთია, რომ სასხლეტიანი ჩამკეტი კაუჭი ან კარაბინი არ ჩაიკეტება ან
გამოძვრება.
G.
ისე, რომ დატვირთვის დროს მაერთებელი ვერ აღმოჩნდეს სწორ პოზიციაში.
მოხმარების ტიპი
გამოყენების მაგალითები
სინათლეზე იშვიათად
შველა და შეზღუდული სივრცე,
ხმარობენ
ქარხანაში რემონტი
საშუალოდან მძიმემდე
ტრანსპორტირება, საცხოვრებელი
სახლის მშენებლობა, კომუნალური
მომსახურება, საწყობი
მკაცრიდან უწყვეტამდე
კომერციული მშენებლობა, ნავთობი
და გაზი, სამთო მრეწველობა
1 უფლებამოსილი პირი :
პირი , რომელიც დამსაქმებელმა დაიქირავა ისეთ ადგილებში სამუშაოდ , სადაც ვარდნის საშიშროება არსებობს .
2 მაშველი:
პირი ან პირები , რომლებიც არ წარმოადგენენ გადასარჩენ ობიექტს და რომლებიც იყენებენ სამაშველო სისტემას სამაშველო ოპერაციების
ჩასატარებლად .
3 კომპეტენტური პირი:
დამქირავებლის მიერ დაინიშნოს პირი , რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს , დანერგოს და თვალყური ადევნოს
დამქირავებლის ვარდნისაგან დაცვის პროგრამას , რომელსაც შესაბამისი სწავლებისა და განათლების მიღების შედეგად შეუძლია ვარდნის არსებული
და პოტენციური საშიშროების გამოცნობა , შეფასება და გამოსწორება და ვისაც დამქირავებელმა მიანიჭა მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად
მაკორექტირებელი ზომების დაუყოვნებლივ გატარების უფლებამოსილება .
ცხრილი 2 – შემოწმების განრიგი
გამოყენების პირობები
შენახვის კარგი პირობები, შენობაში ან იშვიათად შენობის
გარეთ გამოყენება, ოთახის ტემპერატურა, სუფთა გარემო
საწყობის დამაკმაყოფილებელი პირობები, შენობაში
და ხანგრძლივად შენობის გარეთგამოყენება, ყველა
ტემპერატურა, სუფთა ან მტვრიანი გარემო
შენახვის მკაცრი პირობები, ხანგრძლივად ან უწყვეტად
შენობის გარეთ გამოყენება, ყველა ტემპერატურა, ბინძური
გარემო
130
1
2
ან მაშველი
3
გარდა
შემოწმების სიხშირე
კომპეტენტური პირი
წელიწადში ერთხელ
წელიწადში ორჯერ ან
წელიწადში ერთხელ
კვარტალურად ან
წელიწადში ორჯერ

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis