Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

3M DBI-SALA Nano-Lok XL Bedienungsanleitung Seite 129

Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 38
1.0 მოწყობილობები
1.1
მიზანი: 3M თვითშემტაცი მოწყობილობაs(SRDs) წარმოადგენენ ვარდნის შეკავების ინდივიდუალური სისტემის (PFAS)
კომპონენტებს. სურათზე 1 ნაჩვენებია ამ ინსტრუქციების სახელმძღვანელოში განხილული თვითშემტაცი მოწყობილობები და
მათი სტანდარტული გამოყენება. ისინი გამოიყენება ისეთი სიტუაციების უმეტესობაში, როდესაც საჭიროა მუშის მობილურობისა
და ვარდნისგან დაცვის კომბინაცია (მაგ. ვიზუალური შემოწმების სამუშაოები, ზოგადი მშენებლობა, ტექმომსახურების სამუშაო,
ნავთობის მოპოვება, შეზღუდული სივრცის სამუშაო გარემო და სხვ.).
1.2
სტანდარტები: თქვენი თვითშემტაცი მოწყობილობა აკმაყოფილებს სახელმწიფო თუ რეგიონულ სტანდარტ(ებ)ს, რაც მოცემულია
წინამდებარე ინსტრუქციების ყდაზე. თუ ეს პროდუქტი ხელახლა გაიყიდება იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც პირველად იქნა
გაგზავნილი, გადამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ინსტრუქციების იმ ქვეყნის ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა, სადაც პროდუქტს
გამოიყენებენ.
1.3
წვრთნები: ეს მოწყობილობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ამისათვის სათანადოდ გაწვრთნილმა ადამიანებმა. მომხმარებელი
ვალდებულია, გაეცნოს მოცემულ ინსტრუქციებს და გაიაროს წვრთნები მოცემული მოწყობილობის სათანადო მოვლასა და
გამოყენებაში. მომხმარებელი ასევე უნდა იცნობდეს მის სამუშაო მახასიათებლებს, გამოყენების ფარგლებსა და არასწორი
გამოყენების შედეგებს.
1.4
შეზღუდვები: მოცემული აღჭურვილობის დამონტაჟების და გამოყენების დროს ყოველთვის მხედველობაში იქონიეთ შემდეგი
შეზღუდვები და მოთხოვნები:
ტევადობა: ეს SRD შემოწმებულია ერთი პირის მიერ გამოყენებისთვის ვარგისიანობაზე, რომლის კომბინირებული წონაა
(ტანსაცმელთან, ინსტრუმენტებთან და ა.შ. ერთად) 59 კგ (130 გირვანქიდან) 140 კგ (310 გირვანქამდე).
რომ თქვენი სისტემის აღჭურვილობის ყველა კომპონენტის ზღვრული დატვირთვა უძლებდეს მოცემული დანიშნულებით
გამოყენებას.
ანკერაჟი: თვითშემტაცის ანკერაჟის სტრუქტურამ უნდა გაუძლოს 12 კნ-მდე (2697 გირვანქა) დატვირთვას. ანკერაჟის
მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს EN795-ის მოთხოვნებს.
ჩაკეტვის სიჩქარე: უნდა მოვერიდოთ სიტუაციებს, როცა ვარდნის გზაზე რაიმე დამაბრკოლებელი საგანი შეიძლება იყოს.
შეზღუდულ სივრცეებში მუშაობის დროს ვარდნისას სხეულმა შეიძლება ვერ მიაღწიოს ვარდნის ისეთ სიჩქარეს, როცა SRD-
ის ჩამკეტი ამოქმედდებოდა. ნელა გადაადგილებად მასალაზე მუშაობის დროს, როგორიცაა ქვიშაში ან ღორღში მუშაობა,
შეიძლება საკმარისი სიჩქარე არ განვითარდეს, რომ SRD-ის ჩაკეტვა გამოიწვიოს. SRD-ის დადებითი ჩაკეტვისათვის ვარდნის
ტრაექტორია თავისუფალი უნდა იყოს.
თავისუფალი ვარდნა: თვითშემტაცი მოწყობილობის სათანადოდ გამოყენებისას, ანუ თავსზემოთ დამაგრებისას, მცირდება
თავისუფალი ვარდნის მანძილი. თავისუფალი ვარდნის მანძილის გაზრდის თავიდან ასაცილებლად, შეასრულეთ ქვემოთ
მოცემული ინსტრუქციები:
ნურასოდეს ნუ მოუჭერთ, გაკვანძავთ ან სხვაგვარად ხელს შეუშლით საანკერო ხაზის შეტაცებას ან მოჭიმულ
მდგომარეობაში დარჩენას.
ეცადეთ არ შესუსტდეს თვითშემტაცი მოწყობილობის ღვედის დაჭიმულობა.
სამუშაოები არ ჩაატაროთ თქვენი დამცავი სისტემის ანკერაჟის დონის ზემოთ.
3M-ისაგან რჩევის მიღების გარეშე ნუ დააგრძელებთ თვითშემტაცებს მათზე საჭიმრების ან მსგავსი კომპონენტების
მიმაგრებით.
ამ პროდუქტისთვის განსაზღვრული, თავისუფალი ვარდნის მანძილთან და ვარდნის ტრაექტორიაზე დაუბლოკავი მანძილთან
დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ ამ ინსტრუქციაში მოცემული ცხრილი 1.
ვარდნის დროს რხევა: რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა დამაგრების წერტილი ზუსტად ვარდნის წერტილის ზემოთ
არ არის. რხევით ვარდნისას რაიმე საგანზე დაჯახების ძალამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაშავება (იხილეთ
სურათი 3ა). იმისათვის, რათა რხევით ვარდნა არ მოხდეს, ზუსტად მიმაგრების წერტილის ქვეშ უნდა იმუშაოთ (სურათი 3ბ).
ანკერაჟის წერტილისაგან მოშორებით მუშაობით (სურათი 3გ) გაიზრდება რხევითი ვარდნის ძალა და გაიზრდება ვარდნის
სიმაღლის მარაგი (FC).
ვარდნის სიმაღლის მარაგი: სურათზე 3ბ ნაჩვენებია ვარდნის სიმაღლის მარაგის გამოანგარიშება. ვარდნის სიმაღლის
მარაგი (FC) არის თავისუფალი ვარდნის (FF), დამუხრუჭების მანძილისა (DD) და უსაფრთხოების კოეფიციენტის (SF)
ჯამი: FC = FF + DD + SF. უსაფრთხოების კოეფიციენტი ითვალისწინებს D-რგოლის სრიალსა და საკიდრის გაჭიმვას.
ვარდნის სიმაღლის მარაგის სიდიდეები გამოანგარიშებულია მე-4 სურათზე. 1 მ-ის (3,28 ფუტი) უსაფრთხოების ფაქტორი
გამოყენებულია სურათზე 4 მოცემულ ყველა სიდიდეში.
სურათებზე 3ბ და 3გ ნაჩვენებია ვარდნის ტრაექტორიაზე დაუბლოკავი მანძილი. მდგომარე პოზიციიდან ვარდნისას,
როდესაც თვითშემტაცი მოწყობილობის ანკერჟის წერტილი მდებარეობს უშუალოდ თავს ზემოთ (სურათი 3ბ), თვითშემტაცი
მოწყობილობის ვარდნისას დაცვის სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს ვარდნის ტრაექტორიაზე დაუბლოკავი მანძილის
მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია ცხრილში 1. ჩამუხლული ან მწოლიარე პოზიციიდან ვარდნისთვის
დაუბლოკავ მანძილს უნდა დაამატოთ 1 მეტრი (3 ფუტი). მოქნევით ვარდნის სიტუაციის შემთხვევაში (სურათი 3გ), საერთო
ვერტიკალური ვარდნის მანძილი უნდა იყოს მეტი, ვიდრე უშუალოდ ანკერაჟის წერტილის ქვეშ მდებარე მდგომარეობიდან
ვარდნის დროს და შესაბამისად საჭიროებს დამატებით დაუბლოკავ მანძილს. სურათზე 4 და თანდართულ ცხრილში
განსაზღვრულია მაქსიმალური სამუშაო რადიუსი (C) თვითშემტაცი მოწყობილობის ანკერაჟის წერტილის სხვადასხვა
სიმაღლეებისთვის (A) და ვარდნის ტრაექტორიაზე დაუბლოკავი მანძილები (B). რეკომენდებული სამუშაო ზონა მდებარეობს
მაქსიმალური სამუშაო რადიუსის საზღვრებში.
საფრთხეები: საფრთხის შემცველ გარემოში ამ მოწყობილობის გამოყენება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს,
რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანის ან მოწყობილობის დაზიანება. საფრთხე შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ არ
შემოიფარგლებოდეს შემდეგით: მაღალი ტემპერატურა, კაუსტიკური ქიმიური ნივთიერებები, კოროზიული გარემო, მაღალი
ძაბვის ხაზები, ფეთქებადი ან ტოქსიკური აირები, მოძრავი მანქანა-დანადგარები ან თავს ზემოთ არსებული საგნები,
რომლებიც შეიძლება ჩამოცვივდეს და მომხმარებელს ან ვარდნის შეკავების სისტემას დაეცეს. მოერიდეთ ისეთ ადგილზე
მუშობას, სადაც საანკერო ხაზები შეიძლება გადაიკვეთოს ან გაიბლანდოს მეორე მუშის ხაზთან. მოერიდეთ მუშაობას იქ,
სადაც საგნები შეიძლება ჩამოცვივდეს და საანკერო ხაზს დაეცეს; ამის შედეგად შეიძლება წონასწორობა დაკარგოთ ან
საანკერო ხაზი დაზიანდეს. საანკერო ხაზს იღლიების ქვეშ ან ფეხებს შორის ნუ გაატარებთ.
ბასრი კიდეები: მოერიდეთ ისეთ გარემოში მუშაობას, სადაც სისტემის კომპონენტები შეიძლება მჭრელ საგანს მოხვდეს
ან გაიხეხოს ისეთ ადგილს, სადაც ეს მჭრელი კიდეები დაფარული არ არის. იქ, სადაც მჭრელ კიდესთან კონტაქტი
გარდაუვალია, ეს კიდეები დაფარეთ დამცავი მასალით.
1 ტევადობა :
მიუხედავად იმისა , რომ CE SRD - ების მაქსიმალური გამძლეობა 140 კგ - ია (310 გირვანქა ), SRD - ები 3- მიმართულებიანი სისტემები გათვლილია
მაქსიმუმ 135 კგ (298 გირვანქა ) ტვირთის აწევაზე .
129
1
დარწმუნდით იმაში,

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis