Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

Bosch GLL 3-80 C Professional Originalbetriebsanleitung Seite 206

Vorschau ausblenden Andere Handbücher für GLL 3-80 C Professional:
Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 1
206 | ქართული
შესახებ CAL guard და ინდიკატორი CAL
guard (3) აინთება წითლად:
– გასულია კალიბროვკის ინტერვალი (ყოველი
12 თვე).
– საზომი ინსტრუმენტი ინახებოდა დაუშვებელ
ტემპერატურულ პირობებში.
– ადგილი ჰქონდა საზომი ინსტრუმენტის ძლიერ
რყევას (მაგ.: ვარდნისას იატაკთან შეჯახებისას).
აპლიკაციაში „Bosch Levelling Remote App"
შეგიძლიათ ნახოთ, სამი მოვლენიდან რომელმა
გამოიწვია კალიბროვკის შესახებ გაფრთხილების
გამოსვლა. აპლიკაციის გარეშე მიზეზის
განსაზღვრა შეუძლებელია, ინდიკატორის ნათება
CAL guard (3) აჩვენებს, რომ საჭიროა
ნიველირების სიზუსტის შემოწმება.
გაფრთხილების გამოჩენის შემდეგ ინდიკატორი
CAL guard (3) ენთება მანამდე, სანამ არ
შესრულდება შესაბამისი შემოწმება, ამის შემდეგ
ინდიკატორი ქრება.
კალიბროვკის შესახებ გაფრთხილების
გამოჩენისას მოქმედებების თანმიმდევრობა
შეამოწმეთ საზომი ინსტრუმენტის ნიველირების
სიზუსტე (იხ. «საზომი ხელსაწყოს სიზუსტის
შემოწმება», გვ. 206).
თუ ყველა შემოწმების დროს არ იქნა აღმოჩენილი
მაქსიმალურად დასაშვები ცდომილების
გადამეტება, გამორთეთ ინდიკატორი CAL
guard (3). ამისათვის ერთდროულად დააჭირეთ
მიმღებით მუშაობის რეჟიმის ღილაკს (5) და
ღილაკს Bluetooth ® (9) და გეჭიროთ მინ. 3 წმ.
ინდიკატორი CAL guard (3) ჩაქრება.
თუ ერთ-ერთი შემოწმების დროს საზომი ხელსაწყო
გადააჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ გადახრას, ის
უნდა ჩაბარდეს ტექნიკური მომსახურების ცენტრში
შესაკეთებლად Bosch.
საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება
სიზუსტეზე მოქმედი ფაქტორები
ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარემოს
ტემპერატურა. კერძოდ, ლაზერის სხივის გადახრა
შესაძლებელია ტემპერატურის ვარდნის გამო
იატაკიდან ზემოთ.
ჩვენ გირჩევთ საზომი ინსტრუმენტი გამოიყენოთ
შტატივზე, რათა სითბოს ზემოქმედება მიიყვანოთ
მინიმუმამდე, რომელიც ქვევიდან მოდის. გარდა
ამისა, დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი,
შეძლებისდაგვარად სამუშაო ზედაპირის შუაში.
გარდა გარე ზემოქმედებისა, მოწყობილობის
სპეციფიკურმა ზემოქმედებამ (მაგალითად, დაცემა
ან ძლიერი დარტყმა) ასევე შეიძლება გამოიწვიოს
გადახრები.ამიტომ, სამუშაოს ყოველი დაწყების
წინ შეამოწმეთ ნიველირების სიზუსტე.
შეამოწმეთ ჯერ ჰორიზონტალური ლაზერული
ხაზის სიზუსტე, ხოლო შემდეგ ლაზერული ხაზების
ნიველირების სიზუსტე.
თუ ერთ-ერთი შემოწმების დროს საზომი ხელსაწყო
გადააჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ გადახრას, ის
1 609 92A 7GY | (21.04.2022)
უნდა ჩაბარდეს ტექნიკური მომსახურების ცენტრში
შესაკეთებლად Bosch.
ჰორიზონტალური ნიველირების სიზუსტის
შემოწმება განივი ღერძის გასწვრივ
საკონტროლოდ საჭიროა თავისუფალი მონაკვეთი
5 მ მყარ საფუძველზე A და В კედლებს შორის.
– დაამაგრეთ საზომი ინსტრუმენტი A კედელთან
ახლოს შტატივზე ან დააყენეთ მყარმ ბრტყელ
საფუძველზე. ჩართეთ საზომი ინსტრუმენტი
ავტომატური ნიველირებით. აირჩიეთ მუშაობის
რეჟიმი, რომლის დროს ჰორიზონტალური და
ვერტიკალური ლაზერული სიბრტყეები ასხივებს
საზომი ინსტრუმენტის წინიდან.
A
5 m
– მიმართეთ ლაზერი უახლოეს კედელს A და
მიეცით საზომ ხელსაწყოს თვითნიველირების
შესაძლებლობა. მონიშნეთ ლაზერული სხივების
გადაკვეთის ცენტრი (წერტილი Ⅰ).
A
180°
– მოაბრუნეთ საზომი ხელსაწყო 180°-ის, და
მიეცით მას თვითნიველირების შესაძლებლობა,
მონიშნეთ ლაზერული ხაზების გადაკვეთის
წერტილი მოპირდაპირე კედელზე B
(წერტილი Ⅱ).
– მოათავსეთ საზომი ხელსაწყო – მობრუნების
გარეშე – მიბჯენით კედელთან B, ჩართეთ ის და
მიეცით თვითნიველირების შესაძლებლობა.
B
B
Bosch Power Tools

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Diese Anleitung auch für:

Gll 3-80 cg professional

Inhaltsverzeichnis