204 | ქართული
ტრანსპორტირებისას, გამორთეთ საზომი
u
ხელსაწყო. გამორთვისას ხდება ქანქარა
მექანიზმის დაბლოკვა, რომელიც წინააღმდეგ
შემთხვევაში მკვეთრი მოძრაობებისას შესაძლოა
დაზიანდეს.
ჩართვა/გამორთვა
საზომი ინსტრუმენტის ჩასართავად, გადაწიეთ
ამომრთველი (16) პოზიციაზე „ On" (ქანქარის
ფიქსატორით მუშაობისთვის) ან პოზიციაზე „
On" (ავტომატური ნიველირებით მუშაობისთვის).
უშუალოდ ჩართვის შემდეგ საზომი ინსტრუმენტი
ასხივებს ლაზერული სხივის ხვრელიდან (1)
ლაზერულ ხაზებს.
არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან
u
ცხოველებზე და მოერიდეთ პირდაპირ
ვიზუალურ კონტაქტს ლაზერის სხივთან,
მაშინაც კი, თუ დიდ მანძილზე იმყოფებით.
საზომი ხელსაწყოს გამოსართავად, გადაწიეთ
ამომრთველი (16) პოზიციაში Off. გამორთვისას
ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა.
არ დატოვოთ ჩართული საზომი ხელსაწყო
u
უყურადღებოდ და გამორთეთ საზომი
ხელსაწყო გამოყენების შემდეგ. ლაზერის
სხივმა შეიძლება დააბრმავოს სხვა ადამიანები.
მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო ტემპერატურის
გადამეტებისას 40 °C ლაზერული დიოდი
გამოირთობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზნით. როდესაც საზომი ინსტრუმენტი
გაგრილდება, ის ისევ მზადაა სამუშაოდ და
შეგიძლიათ მისი ჩართვა.
თუ საზომი ინსტრუმენტის ტემპერატურა
უახლოვდება მაქსიმალურად დასაშვებს სამუშაო
ტემპერატურას, ლაზერული ხაზების სიკაშკაშე
ნელ-ნელა იკლებს.
საზომი ხელსაწყო დაცულია ძლიერი
ელექტროსტატიკური მუხტისგან (ეშდ). თუ საზომი
ხელსაწყო იღებს ელექტროსტატიკურ მუხტს (მაგ.:
დაბალი სინესტის პირობებში შეხებისას) ის
ავტომატურად გამოირთობა. ამ შემთხვევაში
გამორთეთ და ისევ ჩართეთ ჩამრთველი (16).
ავტომატური გამორთვის ფუნქციის დეაქტივაცია
თუ დაახ. 120 წთ განმავლობაში საზომ
ინსტრუმენტზე არ დააჭერთ არავითარ ღილაკს,
საზომი ინსტრუმენტი აკუმულატორის ან ბატარეის
მუხტის დაზოგვის მიზნით ავტომატურად
გამოირთობა.
საზომი ინსტრუმენტის განმეორებით ჩართვისთვის
ავტომატური გამორთვის შემდეგ, ან უნდა
გადაწიოთ ამომრთველი (16) ჯერ პოზიციაში „Off",
ხოლო შემდეგ ისევ ჩართოთ საზომი ინსტრუმენტი,
ან ერთხელ დააჭიროთ ლაზერის მუშაობის რეჟიმის
ღილაკს (7) ან მიმღების რეჟიმის ღილაკს (5).
ავტომატური გამორთვის დეაქტივაციისთვის,
ჩართული საზომი ხელსაწყოს დროს, გეჭიროთ
დაჭრილ მდგომარეობაში ლაზერული რეჟიმის
(არჩევის) ღილაკი (7) მინიმუმ 3 წ განმავლობაში.
1 609 92A 7GY | (21.04.2022)
თუ ავტომატური გამორთვა დეაქტივირებულია,
ლაზერის სხივები ხანმოკლედ ანათებს
დასადასტურებლად.
ავტომატური გამორთვის გასააქტიურებლად
გამორთეთ და ხელახლა ჩართეთ საზომი
ხელსაწყო.
ხმოვანი სიგნალის გამორთვა
საზომი ინსტრუმენტის ჩართვისას ხმოვანი
სიგნალი ყოველთვის ჩართულია.
ხმოვანი სიგნალის გამორთვის და ჩართვისთვის
დააჭირეთ ერთდროულად ლაზერის მუშაობის
რეჟიმის ღილაკს (7) და მიმღების რეჟიმის
ღილაკს (5) და გეჭიროთ მინიმუმ 3 წ
განმავლობაში.
დადასტურების სახით როგორც ჩართვისას,
აგრეთვე გამორთვისას ისმის სამი მოკლე ხმოვანი
სიგნალი.
მუშაობის რეჟიმი
საზომ ინსტრუმენტს აქვს რამოდენიმე სამუშაო
რეჟიმი, რომლებიც შეგიძლიათ გადართოთ
ნებისმიერ მომენტში:
– ერთი ჰორიზონტალური ლაზერული სიბრტყის
გამოსხივება,
– ერთი ვერტიკალური ლაზერული სიბრტყის
გამოსხივება,
– ორი ვერტიკალური ლაზერული სიბრტყის
გამოსხივება,
– ერთი ჰორიზონტალური და ორი ვერტიკალური
ლაზერული სიბრტყის გამოსხივება.
ჩართვის შემდეგ საზომი ინსტრუმენტი ასხივებს
ერთ ჰორიზონტალურ ლაზერულ სიბრტყეს.
რეჟიმის შესაცვლელად, დააჭირეთ ლაზერის
მუშაობის რეჟიმის ღილაკს (7).
მუშაობის ყველა რეჟიმი შეგიძლიათ ჩართოთ
ავტომატური ნიველირებით და ქანქარის
ფიქსატორით.
მიმღების რეჟიმი
ლაზერული მიმღებებით მუშაობისთვის (29) –
მუშაობის ნებისმიერი რეჟიმისას – მიმღების
რეჟიმი ჩართული უნდა იყოს.
მიმღების რეჟიმში ხაზები ციმციმებს ძალიან
მაღალი სიხშირით, რაც ლაზერულ მიმღებს
საშუალებას აძლევს (29) განსაზღვრონ ისინი.
მიმღების რეჟიმის ჩასართავად, დააჭირეთ
ღილაკს (5). მიმღების რეჟიმის ინდიკატორი (6)
ანათებს მწვანედ.
მიმღების ჩართული რეჟიმისას ლაზერული ხაზების
ხილვადობა ადამიანის თვალისთვის
შემცირებულია. ამიტომ ლაზერული მიმღების
გარეშე მუშაობისთვის გამორთეთ მიმღების რეჟიმი
მის ღილაკზე განმეორებითი დაჭერით (5).
მიმღების რეჟიმის ინდიკატორი (6) ქრება.
Bosch Power Tools