Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

EGO HTX6500 Bedienungsanleitung Seite 230

Kabellose heckenschere 56 volt
Vorschau ausblenden Andere Handbücher für HTX6500:
Inhaltsverzeichnis

Werbung

მოერიდეთ სხეულით დამიწებული
საგნების ზედაპირებთან კონტაქტს,
როგორიცაა მილები, რადიატორები,
ქურები და მაცივრები. ელექტრული
შოკის მიღების რისკი იზრდება თუ
თქვენი სხეული დამიწებულია.
არ დატოვოთ ელექტრული ხელსაწყოები
წვიმაში ან სველ ადგილას. ელექტრულ
ხელსაწყოში შესული წყალი ზრდის
ელექტრული შოკის მიღების რისკს.
არ დააზიანოთ აკუმულატორის
დენის სადენი. არასოდეს გამოიყენოთ
სადენი ხელსაწყოს სატარებლად,
მოსაქაჩად ან შტეფსელიდან
ამოსართველად. დაიცავით დენის სადენი
სიმხურვალისან, ზეთისგან, მჭრელი და
მოძრავი საგნებისგან. დაზიანებული ან
გადახლართული დენის სადენი ზრდის
ელექტრული შოკის რისკს.
ელექტრული ხელსაწყოთი გარეთ
სარგებლობისას გამოიყენეთ
დამაგრძელებელი, რომელიც
გამოსადეგია გარეთ მუშაობისთვის.
გარეთ მუშაობისთვის შესაბამისი
ელექტრული სადენის გამოყენება
ამცირებს ელექტრული შოკის რისკს.
თუ ელექტრული ხელსაწყოს ნესტიან
გარემოში მუშაობა გარდაუვალია,
გამოიყენეთ დიფერენციალური
დაცვის მქონე (RCD) კვების წყარო.
დიფერენციალური RCD დაცვის
გამოყენება ამცირებს ელექტრული შოკის
რისკს.
პირადი უსაფრთხოება
ხელსაწყოს გამოყენებისას იყავით
ფხიზლად, იმოქმედეთ დაკვირვებით
და საღი აზრის გათვალიწინებით.
არ გამოიყენოთ ხელსაწყო როდესაც
ხართ დაღლილი, ან ალკოჰოლის,
მედიკამენტების ან ნარკოტიკების
ზემოქმედების ქვეშ. ხელსაწყოთი
სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
230
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ბუჩქის საკრეჭი — HTX6500/HTX7500
გამოიყენეთ პირადი დამცავი საშუალებები.
ყოველთვის გაიკეთეთ თვალების დამცავი.
შესაბამის სამუშაო პირობებში დამცავი
საშუალებების გამოყენება, როგორიცაა
მტვრის საწინააღმდეგო ნიღაბი, მოცურების
საწინააღმდეგო სპეც ფეხსაცმელი, მყარი
ჩაფხუტი ან სმენის დამცავი, ამცირებს
სამუშაო ტრამვებს.
უცაბედი ჩართვის აღკვეთა.
დარწმუნდით რომ ჩამრთველი არის
გამორთულ პოზიციაში ხელსაწყოს
დენში და/ან აკუმულატორთან
მიერთებამდე, ხელსაწყოს მაღლა
აწევამდე ან ტარებამდე. ელექტრული
ხელსაწყოების ტარება ჩამრთველის
ღილაკზე დადებული თითით ან
ხელსაწყოს დენში მიერთება, რომელსაც
გააქტიურებული აქვს ჩართვის ღილაკი,
იწვევს ინციდენტებს.
მოხსენით ნებისმიერი დამაგრებული
მარეგულირებელი ხელსაწყო ან ქანჩის
გასაღები ჩართვამდე. ელექტრული
ხელსაწყოს მბრუნავ ნაწილზე
დამაგრებულმა ქანჩის გასაღებმა ან სხვა
მარეგულირებელმა შესაძლოა მოგაყენოთ
პირადი ზიანი.
არ გადაიხაროთ. ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
ეს გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ
ხელსაწყოს უკეთესი კონტროლი
მოულოდნელ სიტუაციებში.
ჩაიცვით შესაბამისად. არ ჩაიცვათ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. მოაცილეთ თქვენი
თმა და ტანსაცმელი მოძრავ ნაწილებს.
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი,
ძვირფასეულობა და თმა შესაძლოა
ჩაითრიოს მოძრავმა ნაწილებმა.
თუ არსებობს მტვრის ან ნარჩენების
შემგროვებელი საშუალებების
შეერთების ადგილები, დარწმუნდით
რომ ისინი სწორადაა დაკავშირებული
და გამოყენებული. მტვრისთვის
შეგროვებისთვის განკუთვნილი
საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა
შეამციროს მასთან დაკავშირებული
საფრთხეები.

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Diese Anleitung auch für:

Htx7500

Inhaltsverzeichnis