Herunterladen Diese Seite drucken

Ego Power+ LM2020E-SP Bedienungsanleitung Seite 382

56-volt lithium-ionen kabelloser rasenmäher
Vorschau ausblenden Andere Handbücher für LM2020E-SP:

Werbung

მჭრელი ხელსაწყოები იქონიეთ სუფთა
და ბასრ მდგომარეობაში. სწორად
მოვლილი ბასრი დანის პირის მქონე
მჭრელი ხელსაწყოების გახლართვა
ნაკლებად ალბათურია და მათი
კონტროლიც გაადვილებულია.
გამოიყენეთ ეს ხელსაწყო, მისი ნაწილები,
მათი დამჭერები და ა.შ. ინსტრუქციის
მიხედვით, სამუშაო გარემოს და სამუშაოს
ტიპის გათვალისწინებით. ელექტრული
ხელსაწყოს არადანიშნულებისამებრ
გამოყენებამ შესაძლოა შექმნას სახიფათო
სიტუაცია.
იქონიეთ სახელურები და სხვა ხელის
ჩასაჭიდი ზედაპირები მშრალ და
სუფთა, მათ შორის ცხიმისა და ზეთისგან
თავისუფალ მდგომარეობაში. სრიალა
სახელურებმა და ხელის ჩასაჭიდმა
ზედაპირებმა შესაძლოა შექმნას
სახიფათო სამუშაო პროცესი და/ან
გამოიწვიოს ხელსაწყოზე კონტროლის
დაკარგვა.
აკუმულატორის გამოყენება და მოვლა
აკუმულატორის გამოყენება და მოვლა
დატენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ
მითითებული დამტენი მოწყობილობით.
დამტენმა მოწყობილობამ,
რომელიც თავსებადია ერთი ტიპის
აკუმულატორთან, შესაძლოა
წარმოშვას ხანძრის გაჩენის რისკი სხვა
აკუმულატორზე გამოყენებისას.
გამოიყენეთ ელექტრული
ხელსაწყოები მხოლოდ სპეციალურად
აღნიშნული აკუმულატორებით. სხვა
აკუმულატორების გამოყენებამ შესაძლოა
წარმოშვას ფიზიკური დაზიანების ან
ხანძრის რისკი.
როდესაც აკუმულატორს არ იყენებთ,
მოაცილეთ იგი ლითონის საგნებს,
როგორიცაა ქაღალდის კლიპი,
მონეტა, გასაღები, ლურსმანი, ხრახნი
ან სხვა მცირე ზომის ლითონის საგნები,
KA
რომელთაც შეუძლიათ აკუმულატორის
კონტაქტების დამოკლება.
აკუმულატორის კონტაქტების
დამოკლებამ შესაძლოა გამოიწვიოს
დამწვრობა ან ხანძარი.
382
56 ვოლტიანი ლითიუმის-იონის უსადენო ძრავა - LM2020E / LM2020E-SP
არასწორი მოპყრობის შემთხვევაში
სითხემ შესაძლოა გამოჟონოს
აკუმულატორიდან; მოერიდეთ მასთან
შეხებას. თუ შემთხვევით შეეხეთ
სითხეს, ჩამოიბანეთ წყლით. თუ სითხე
მოხვდა თვალებში, მიმართეთ ექიმს.
აკუმულატორიდან გამოჟონილმა სითხემ
შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან
დამწვრობა.
არ გამოიყენოთ აკუმულატორი ან
ხელსაწყო, რომელიც დაზიანებული
ან გადაკეთებულია. დაზიანებულმა
ან გადაკეთებულმა აკუმულატორმა
შესაძლოა გამოავლინოს
არაპროგნოზირებადი ქცევა, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება
ან პირადი ზიანი.
არ მოათავსოთ აკუმულატორი
ან ხელსაწყო ცეცხლში ან მაღალ
ტემპერატურულ გარემოში. 130 °C-ზე
მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა
გამოიწვიოს აფეთქება.
მიყევით დატენის ინსტრუქციებს და არ
დატენოთ აკუმულატორი ინსტრუქციაში
მითითებული ტემპერატურული
დიაპაზონის გარეთ. არასწორი
დატენვა ანდა აკუმულატორის
დატენვა ინსტრუქციაში მითითებული
ტემპერატურული დიაპაზონის გარეთ
ზრდის ხანძრის რისკს.
ტექნიკური სერვისი
ტექნიკური სერვისი
ხელსაწყოს ტექნიკური სერვისი
შეასრულებინეთ კვალიფიციურ პირს
მხოლოდ იდენტური სათადარიგო
ნაწილების გამოყენებით. მსგავსი
პროცედურა უზრუნველყოფს ხელსაწყოს
უსაფრთხოდ მუშაობას.
არასოდეს შეაკეთოთ დაზიანებული
აკუმულატორები. აკუმულატორების
სერვისი მხოლოდ მწარმოებლის ან
ავტორიზებული სერვისის მომწოდებლის
მიერ არის შესაძლებელი.

Werbung

loading

Diese Anleitung auch für:

Lm2020eLm2021e-sp