მიწოდების კომპლექტი (ნახ. A)
A-1 – რობოტი-მტვერსასრუტი, A-2 – დამუხტვის ბაზა (შეთავსებული თვითწმენდის
სადგურთან), A-3 – მტვრის შესაგროვებელი ტომარა (3 ც.), A-4 – კონტეინერი 2 1-ში,
A-5 – ქსოვილის საფენი (4 ც.), A-6 – კონტეინერი მშრალი დალაგებისთვის,
A-7 – გვერდითი ჯაგრისი (4 ც.), A-8 – HEPA-ფილტრი (4 ც.), A-9 – წინასწარი
გაწმენდის ფილტრი (4 ც.), A-10 – როლიკებიანი ჯაგრისი, A-11 – კვების კაბელი,
A-12 –
ჯაგრისი
მტვერსასრუტის
მოვლისთვის,
მომხმარებლის
მოკლე
სახელმძღვანელო.
მოწყობილობის ელემენტები და მაკომპლექტებელი ნაწილები (ნახ. B)
B-1 – კვების ღილაკი, B-2 – მტვრის შესაგროვებელი ტომრის ინდიკატორი,
B-3 – შემწოვი ღიობის ინდიკატორი, B-4 – თვითწმენდის ინდიკატორი, B-5 – მუხტის
ინდიკატორი, B-6 – დამუხტვის კონტაქტები, B-7 – შემწოვი ღიობი, B-8 – ღილაკი
"ჩართვა/გამორთვა",
B-9
–
ღილაკი
"ბაზა",
B-10 –
Wi-Fi-ის
ინდიკატორი,
B-11 – გვერდითი ჯაგრისები.
შეზღუდვები და გაფრთხილებები
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს დოკუმენტი მოწყობილობის გამოყენებამდე.
მოწყობილობა არ არის განკუთვნილი 14 წლის ასაკამდე ბავშვების ან შეზღუდული
ფიზიკური, ფსიქიკური ან გონებრივი უნარების მქონე პირთა მიერ გამოსაყენებლად,
თუ მათ არ აქვთ მოწყობილობის ექსპლუატაციის საკმარისი გამოცდილება ან ცოდნა
და თუ ისინი არ იმყოფებიან მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის
კონტროლის ქვეშ. მოწყობილობის გამოყენება შენობის გარეთ აკრძალულია.
მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებში, მშრალ
ზედაპირებზე გამოსაყენებლად. მტვერსასრუტი არ არის განკუთვნილი სამშენებლო
სამუშაოების დროს წარმოქმნილი მტვრის და ნაგვის, ადვილად აალებადი
ფეთქებადსაშიში, მომწამვლელი და/ან აქროლადი ნივთიერებების, მბოლავი და/ან
წვადი მასალების, წვეტიანი საგნების, სითხეების შესაგროვებლად. მოწყობილობის
გამოყენებისას ხელები მშრალი უნდა გქონდეთ. მტვერსასრუტის დამუხტვის წინ
დარწმუნდით, რომ ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებული ნომინალური ძაბვა და
სიხშირე შეესაბამება ელექტროქსელის პარამეტრებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ
კვების კაბელი არ გადაიგრიხოს, არ გადაიღუნოს, არ მოხვდეს სიმძიმის ქვეშ, არ
aeno.com/documents
89