Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

Dometic A30S1 Kurzbedienungsanleitung Seite 118

Minibar
Vorschau ausblenden Andere Handbücher für A30S1:
Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 12
მიზნობრივი გამოყენება
მაცივებელი მოწყობილობა (ე.წ. მინიბარი)
განკუთვნილია ისეთ დახურულ
შენობებში გამოსაყენებლად, როგორიცაა:
• პერსონალისთვის განკუთვნილი
სამზარეულო მაღაზიებში, ოფისებში და
სხვა სამუშაო სივრცეებში
• სოფლის მეურნეობის სფეროში
• სასტუმროებში, მოტელებსა და სხვა
საცხოვრებლებში
• საწოლის და საუზმის შემთავაზებელ
სასტუმროებში
• საზოგადოებრივი კვების ან სხვა მსგავსი
ჯგუფური კვების მაორგანიზებელ
ობიექტებში
მინიბარი არ არის განკუთვნილი მისაბმელ
ან მობილურ სახლებში
დასამონტაჟებლად.
მინიბარი განკუთვნილია ჩაშენებული ან
ავტონომიური მაცივებელი დანადგარის
სახით გამოსაყენებლად. იხილეთ
მონტაჟის ინსტრუქცია.
მინიბარი განკუთვნილია მხოლოდ
დახურულ კონტეინერებში სასმელებისა
და საკვების გასაცივებლად და შესანახად.
მინიბარი არ არის განკუთვნილი ნედლი
პროდუქტებისა და მედიკამენტების
შესანახად ან სურსათის გასაყინად.
ეს მინიბარი განკუთვნილია მხოლოდ
დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად,
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.
ეს სახელმძღვანელო შეიცავს საჭირო
ინფორმაციას მინიბარის სწორი მონტაჟისა
და/ან ექსპლუატაციის შესახებ.
მოწყობილობის არასწორი მონტაჟი და/ან
ექსპლუატაცია ან მოვლა გამოიწვევს მის
არადამაკმაყოფილებელ ფუნქციონირებას
და შესაძლო გაუმართაობას.
მწარმოებელი არ აგებს პასუხს ადამიანის
ან პროდუქტის დაზიანებაზე, რომელიც
გამოწვეულია:
• არასწორი აწყობით ან შეერთებით, მათ
შორის ზემაღალი ძაბვით
118
• არასწორი მოვლით ან მწარმოებლის
მიერ მოწოდებული ორიგინალური
სათადარიგო ნაწილებისგან
განსხვავებული სათადარიგო
ნაწილების გამოყენებით
• მწარმოებლის უშუალო ნებართვის
გარეშე პროდუქტში ცვლილებების
განხორციელებით
• ამ სახელმძღვანელოში აღწერილი
დანიშნულებისგან განსხვავებული
მიზნით პროდუქტის გამოყენებით
Dometic უფლებას იტოვებს, შეცვალოთ
პროდუქტის იერსახე და მახასიათებლები.
გამოყენება
მიწოდების კომპლექტი: ნახ. 1
შეასრულეთ ნახატზე ნაჩვენები ნაბიჯები:
• ჩართვა: ნახ. 2
• ტემპერატურის დაყენება: ნახ. 3
• ჩუმი (ლოდინის) რეჟიმის დაყენება
(მხოლოდ კომპრესორული გაცივების
ფუნქციის მქონე C40S1, C40S2, C40P1,
C40P2, C40G1, C40G2-ისთვის): ნახ. 4
• გამორთვა: ნახ. 5
გარანტია
მოქმედებს კანონმდებლობით
გათვალისწინებული გარანტიის პერიოდი.
პროდუქტის დეფექტის აღმოჩენის
შემთხვევაში მიმართეთ მწარმოებლის
ფილიალს თქვენს ქვეყანაში (იხილეთ
dometic.com/dealer) ან გამყიდველს.
პროდუქტის შესაკეთებლად და
გარანტიით გათვალისწინებული
პროცედურებისთვის მოწყობილობასთან
ერთად გამოგზავნეთ შემდეგი
დოკუმენტაცია:
• გადახდის ქვითრის ასლი, რომელზეც
მითითებულია პროდუქტის შეძენის
თარიღი
• მოთხოვნის მიზეზი ან გაუმართაობის
აღწერა

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis