Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

Ego Power+ LM1900E-SP Übersetzung Der Originalanleitungen Seite 333

56-volt-lithium-ionen-akku-rasenmäher
Vorschau ausblenden Andere Handbücher für LM1900E-SP:
Inhaltsverzeichnis

Werbung

გამოიჩინეთ განსაკუთრებული
სიფრთხილე როდესაც უახლოვდებით
ხილვაობისგან დაფარულ კუთხეებს,
კარის ზღურბლებს, ბუჩქებს, ხეებს, ან
სხვა ობიექტებს, რომელთაც შესაძლოა
დაფარონ თქვენი ხილვადობის არე ისე,
რომ ვერ შეამჩნიოთ ბავშვი რომელიც
დაეჯახება გაზონსაკრეჭს.
ბავშვები უნდა იყვნენ
ზედამხედველობის ქვეშ, რათა მათ არ
ითამაშონ გაზონსაკრეჭით.
ყოველთვის გათიშეთ გაზონსაკრეჭი
როდესაც ხელსაწყოს ხსნით
აკუმულატორს. გააჩერეთ დანა თუ
ხელსაწყო უნდა გადახაროთ გადატანის
დროს, როდესაც უნდა გადაჭრათ
ბალახისგან განსხვავებული არე და/ან
ახდენთ ხელსაწყოს ტრანსპორტირებას
სამუშაო არედან ან უკან მისკენ.
გამოყენება
ზოგადი ექსპლუატაციის წესი:
ყურადღებით გაეცანით მომხმარებლის
ინსტრუქციას სრულიად, სანამ
შეეცდებოდეთ ხელსაწყოს აწყობას.
წაიკითხეთ, შეისწავლეთ და მიყევით
ხელსაწყოზე დატანილ და ინსტრუქციაში
აღწერილ ყველა მითითებას
გაზონსაკრეჭის გამოყენებამდე. სრულად
შეისწავლეთ კონტროლის ღილაკები და
ხელსაწყოს მართებული გამოყენების
გზა გაზონსაკრეჭის გამოყენებამდე.
შეინახეთ მომხმარებლის ინსტრუქცია
უსაფრთხო ადგილას სამომავლოდ და
რეგულარულად გამოყენებისთვის, ასევე
სათადარიგო ნაწილების შეკვეთისთვის.
გამოიყენეთ ხელსაწყო
დანიშნულებისამებრ - არ გამოიყენოთ
გაზონსაკრეჭი ისეთი სამუშაოსთვის,
რომლისთვისაც იგი არაა განკუთვნილი.
არ გადაიხაროთ - ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო გაზონსაკრეჭი
საგნებმა, რომლებსაც შეეჯახება
გაზონსაკრეჭი, შესაძლოა მიაყენონ
სერიოზული ფიზიკური ზიანი.
გაზონი ყოველთვის გულდასმით უნდა
შემოწმდეს და გასუფთავდეს ყველა
საგნისგან ყოველი გაკრეჭის წინ.
უკუსვლით მოძრაობის დაწყებამდე
და მის პროცესშიც, მოიხედეთ უკან
და დაბლა, რათა შეამოწმოთ ხომ არ
გეღობებიან პატარა ბავშვები ან სხვა
პირები.
ეს ხელსაწყო არ არის სათამაშო.
ამგვარად, გამოიჩინეთ განსაკუთრებული
სიფრთხილე ნებისმიერ დროს მისით
სარგებლობისას. თქვენი ხელსაწყო
განკუთვნილია ერთი ტიპის სამუშაოს
შესასრულებლად: გაზონის ბალახის
გაკრეჭა. არ გამოიყენოთ ის სხვა
მიზნებისთვის.
არ დაატანოთ ძალა გაზონსაკრეჭს - ის
უკეთ და უფრო უსაფრთხოდ გააკეთებს
იმ საქმეს, რომლისთვისაც განკუთვნილია
იგი.
ხელსაწყოს გამოყენებამდე ყოველთვის
ვიზულაურად შეამოწმეთ რომ დანა,
დანის ჭანჭიკები და საჭრელი ნაწილი
არ არის გაცვეთილი ან დაზიანებული.
შეცვალეთ გაცვეთილი ან დაზიანებული
დანა და ჭანჭიკები და ნებისმიერი სხვა
კომპონენტები ერთდროულად, რათა
დაიცვათ ხელსაწყოს ცვეთის ბალანსი.
შეცვალეთ დაზიანებული ან გაცვეთილი
ეტიკეტები.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული
სიფრთხილე როდესაც უკან მოძრაობთ ან
ქაჩავთ ხელსაწყოს თქვენსკენ.
დაწვრილებით შეამოწმეთ ისე არე, სადაც
უნდა გამოიყენოთ ხელსაწყო. მოაცილეთ
ყველა ქვა, ჯოხი, სადენი, სათამაშო
ან სხვა უცხო სხეული, რომელსაც
შესაძლოა გამოედოს ხელსაწყო ან
გაისროლოს მანქანის მოძრავმა დანამ.
გამოტყორცნილმა საგნებმა შესაძლოა
მოგაყენოთ სერიოზული პირადი
ზიანი. ისე დაგეგმეთ თქვენი გაზონის
ჭრის მიმართულება, რომ მოერიდოთ
LM1900E-SP
333
KA

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Diese Anleitung auch für:

Lm1903e-sp

Inhaltsverzeichnis