Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

Ego Power+ LM1900E-SP Übersetzung Der Originalanleitungen Seite 331

56-volt-lithium-ionen-akku-rasenmäher
Vorschau ausblenden Andere Handbücher für LM1900E-SP:
Inhaltsverzeichnis

Werbung

გაფრთხილება: უსადენო გაზონსაკრეჭის
ექსპლუატაციისას ძირითადი
უსაფრთხოების გამაფრთხილებელი ზომები
ყოველთვის უნდა შესრულდეს, რათა
შემცირდეს ხანძრის, ელექტრული შოკის და
პირადი ზიანის რისკი.
მნიშვნელოვანია
გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ.
შეინახეთ სამომავლოდ გაცნობისთვის.
უსადენო გაზონსაკრეჭის უსაფრთხოების
წესები:
ყურადღება - არ შეეხოთ მბრუნავ დანას!
ტრენინგი
ყურადღებით წიკითხეთ ინსტრუქციები.
შეისწავლეთ ხელსაწყოს კონტროლის
ღილაკები და მათი მართებული
გამოყენების გზა.
არასდროს მისცეთ ხელსაწყოს
გამოყენების უფლება ამ ინსტრუქციების
არმცოდნე პირებს ან ბავშვებს.
ადგილობრივმა კანონმდებლობამ
შესაძლოა შეზღუდოს ხელსაწყოს
მომხარებლის ასაკი.
არასოდეს გამოიყენოთ გაზონსაკრეჭი თუ
სხვა პირები, განსაკუთრებით ბავშვები ან
შინაური ცხოველები არიან ახლოს.
ოპერატორი ან მომხმარებელი
პასუხისმგებელია იმ შემთხვევებზე ან
საფრთხეებზე რაც შესაძლოა წარმოექმნას
სხვა პირებს ან მათ ქონებას.
მომზადება
ყოველთვის გამოიყენეთ მყარი
ფეხსაცმელი და გრძელი შარვალი
გაზონსაკრეჭით სარგებლობისას.
არ გამოიყენოთ ხელსაწყო როცა ხართ
ფეხშიშველი ან გაცვიათ ღია სანდლები.
მოერიდეთ ფრიალა, ჩამოკიდებული
ზონრებისა და ყელსახვევების მქონე
ტანსაცმლის ჩაცმას.
გულდასმით შეამოწმეთ ის არე, სადაც
უნდა გამოიყენოთ ხელსაწყო და
მოაცილეთ ყველა ქვა, ჯოხი, სადენი,
ძვალი ან სხვა უცხო სხეული.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო გაზონსაკრეჭი
ხელსაწყოს გამოყენებამდე ყოველთვის
ვიზულაურად შეამოწმეთ რომ დანა,
დანის ჭანჭიკები და საჭრელი ნაწილი
არ არის გაცვეთილი ან დაზიანებული.
შეცვალეთ გაცვეთილი ან დაზიანებული
დანა და ჭანჭიკები ერთად, რათა
დაიცვათ ხელსაწყოს ცვეთის ბალანსი.
შეცვალეთ დაზიანებული ან გაცვეთილი
ეტიკეტები.
ექსპლუატაცია
ისარგებლეთ გაზონსაკრეჭით მხოლოდ
დღის სინათლეზე ან კარგი ხელოვნური
განათების პირობებში.
შესაძლებლობის ფარგლებში მოერიდეთ
ხელსაწყოს გამოყენებას სველი ბალახის
პირობებში.
ყოველთვის დაწმუნდით თქვენს
მყარ საყრდენზე ბექობზე ხელსაწყოს
გამოყენებისას.
არასოდეს ირბინოთ, მხოლოდ იარეთ
ხელსაწყოთი სარგებლობისას.
ბორბლიანი მბრუნავი გაზონსაკრეჭის
გამოყენებისას, გაკრიჭეთ ფერდობის
განივი და არასოდეს მაღლა-დაბლა
მიმართულებით.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული
სიფრთხილე ფერდობებზე მოძრაობის
მიმართულების შეცვლის დროს.
არ გამოიყენოთ გაზონსაკრეჭი ძალიან
ციცაბო ფერდობებზე.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული
სიფრთხილე როდესაც უკან მოძრაობთ ან
ქაჩავთ ხელსაწყოს თქვენსკენ.
გააჩერეთ დანა თუ ხელსაწყო უნდა
გადახაროთ გადატანის დროს,
როდესაც უნდა გადაჭრათ ბალახისგან
განსხვავებული არე და/ან ახდენთ
ხელსაწყოს ტრანსპორტირებას სამუშაო
არედან ან უკან მისკენ.
არასოდეს გამოიყენოთ ხელსაწყო
დეფექტური დამცავებით ან ეკრანებით,
ან დამონტაჟებული უსაფრთხოების
საშუალებების გარეშე, მაგალითად
როგორიცაა დეფლექტორი და/ან ბალახის
შესაგროვებლები.
LM1900E-SP
331
KA

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Diese Anleitung auch für:

Lm1903e-sp

Inhaltsverzeichnis