Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

EGO STX3800 Bedienungsanleitung Seite 315

Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 17
ძუის გამოცვლა
შენიშვნა: ყოველთვის გამოიყენეთ
რეკომენდირებული ნეილონის სათიბი ძუა,
რომლის დიამეტრი არ აღემატება 2.4 მმ-ს.
სხვა ტიპის ძუის გამოყენებამ შესაძლოა
გამოიწვიოს სათიბის გადახურება და
დაზიანება.
გაფრთხილება: არასოდეს გამოიყენოთ
მავთული, სხვა მეტალის ჩანართიანი
ზონარი ან თოკი და სხვ. ესენი შესაძლოა
გაწყდეს და წარმოქმნას სახიფათო
გამოტყორცნილი სხეულები.
1.
დააწექით კოჭის დამჭერზე არსებულ
გამშვებ ღილაკებს და მოხსენით კოჭის
დამჭერი (ნახ. K1 და K2).
2. დაკეცეთ და დაახვიეთ სათიბი
ძუა კოჭაზე როგორც ნაჩვენებია
ნახ. o1. შემდეგ მოათავსეთ ძუის
ბოლოები კოჭაზე არსებულ ორ
ურთიერთსაპირისპირო ჭდეში (ნახ. o2)
3. მოათავსეთ კოჭა მის დამჭერში ისე რომ,
ჭდეები გაუსწორდეს კოჭის დამჭერზე
არსებულ ნასვრეტებს (ნახ. o3).
4. გაუსწორეთ დამჭერზე არსებული
ნასვრეტები კოჭის ფუძეზე არსებულ
ღილაკებს და თანაბრად დააწექით
კოჭის დამჭერს, თან დარწმუნდით რომ
ის მჭიდროდ ჯდება ბუდეში (ნახ. o4).
ექსპლუატაცია
გაფრთხილება: ტექნიკური სერვისისას
გამოიყენეთ მხოლოდ იდენტური
სათადარიგო ნაწილები. გაუკეთეთ
ხელსაწყოს რეგულარული შემოწმება და
ინსპექტირება. ხელსაწყოს უსაფრთხოდ
და გამართულად მუშაობისთვის საჭიროა
მისი ყველა შეკეთება და ნაწილის შეცვლა
შესრულდეს კვალიფიციური სერვისის
ტექნიკოსის მიერ.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — STX3800
გაფრთხილება: აკუმულატორიანი
ელექტრული ხელსაწყოების ქსელში
შეერთება არ არის აუცილებელი; ისინი
ყოველთვის მუშა მდგომარეობაში არიან.
სერიოზული პერსონალური ზიანისგან
თავის არიდების მიზნით მიიღეთ
დამატებითი ზომები და გამოიჩინეთ
სიფრთხილე შეკეთებისას, სერვისის ან
სათიბი და სხვა ნაწილების შეცვლისას.
გაფრთხილება: სერიოზული
პერსონალური ზიანისგან თავის არიდების
მიზნით ამორთეთ აკუმულატორი
ხელსაწყოდან ტექნიკური სერვისის,
გაწმენდის, მისამაგრებელი ნაწილების
შეცვლის ან ნარჩენი ნივთიერების
მოცილების დროს.
გადაცემათა კოლოფის შეზეთვის წესი
ხელსაწყოს ოპტიმალური მუშაობისთვის
და ხანგრძლივი მოხმარებისთვის შეზეთეთ
გადაცემათა კოლოფი სპეციალური საპოხით
(4-5 გ ყოველ ჯერზე) ყოველი 50 საათიანი
ექსპლუატაციის პერიოდის შემდეგ.
სპეციალური საპოხი უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ მოთხოვნებს:
1. მიეკუთვნებოდეს DIN51818 ტიპს:
კონუსის შკალაზე NLGI-1 სირბილის.
2. სინთეთიკური ეთერის ცხიმი.
3. შესანიშნავი საპოხი
დაბალტემპერატურული ჩართვისთვის,
მაღალი წნევის პირობებისთვის,
მექანიკური ცვეთისა და გახეხის
საწინააღმდეგო და ოქსიდაციის
სტაბილიზაციის თვისებებით.
4. ტემპერატურის მუშა რეჟიმი უნდა
მოიცავდეს -40~180°C ინტერვალს.
მოხსენით აკუმულატორის კვების
ჩანგალი და დამლუქავი ხრახნი.
შეზეთეთ გადაცემათა კოლოფი
სპეციალურად განკუთვნილი ხვრელის
საშუალებით.
315
KA

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis