Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

EGO STX3800 Bedienungsanleitung Seite 314

Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 17
გაფრთხილება: ყოველთვის ამორთეთ
აკუმულატორის ჩანგალი ხელსაწყოს
ბუდიდან შესვენებისას ან სამუშაოს
დამთავრებისთანავე.
ელექტრო სათიბის გამოყენების წესი
გაფრთხილება: სერიოზული
პერსონალური ზიანისგან თავის
არიდების მიზნით ყოველთვის მოირგეთ
უსაფრთხოების თვალსაფარი ან სათვალე
ხელსაწყოთი სარგებლობისას. გამოიყენეთ
სახის ნიღაბი ან მტვრის საწინააღმდეგო
ნიღაბი მტვრიან ადგილას მუშაობისას.
გაასუფთავეთ სამუშაო არე მუშაობის
დაწყებამდე. მოაცილეთ ყველა ობიექტი
როგორიცაა ქვები, დამტვრეული მინა,
ლურსმანი, სადენი ან ბაწარი, რომელიც
შესაძლოა ჩაყვეს ან დაეხვიოს ხელსაწყოს
მთიბავ ნაწილს. მოარიდეთ სამუშაო
ადგილს ბავშვები, სხვა პირები და შინაური
ცხოველები. დარწმუნდით რომ ბავშვები,
სხვა ადამიანები ან შინაური ცხოველები
იმყოფებიან მინიმუმ 15 მ მოშორებით;
არსებობს რისკი რომ უცხო სხეულები
მაღალი სიჩქარით გვერდზე მდგომი
პირებისკენ გაიტყორცნონ. გვერდზე მდგარი
პირებისთვის რეკომენდირებულია თვალის
დამცავი საშუალებების გამოყენება. თუ
თქვენ სხვა პიროვნება მოგიახლოვდათ,
დაუყონებლივ გააჩერეთ მოტორი და
სათიბი მოწყობილობა.
ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ
ნაწილები დაზიანებაზე/ცვეთაზე
შეამოწმეთ სათიბის თავაკი, დამცავი ეკრანი
და ჩარჩოსებრი სახელური, შეცვალეთ
ნაწილები, რომლებიც გაბზარულია,
გაღუნულია, აქვს შეცვლილი ფორმა ან
დაზიანებულია სხვაგვარად.
დამცავ ეკრანის კიდესთან მდებარე
მთიბავის დანა შესაძლოა დაჩლუნგდეს
დროთა განმავლობაში რეკომენდირებულია
მისი გალესვა პერიოდულად ქლიბის
საშუალებით ან ახალი დანის დამონტაჟება.
314
KA
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — STX3800
ყოველი გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ
სათიბი.
ყურადღება: საჰაერობის დახშობა
ხელს უშლის ჰაერის შედინებას მოტორში
და გამოიწვევს მის გადახურებას და
დაზიანებას.
გამოიყენეთ მხოლოდ რბილი საპონი
და ნოტიო ქსოვილი ხელსაწყოს
გასაწმენდად. არასდროს დაუშვათ
ხელსაწყოში სითხის შეღწევა; არასდროს
მოათავსოთ ხელსაწყოს რაიმე ნაწილი
სითხეში.
ყოველთვის გაათავისუფლეთ მოტორის
საჰაეროები ნარჩენებისგან.
გაფრთხილება: არასდროს გამოიყენოთ
წყალი თქვენი ხელსაწყოს გასაწმენდად.
მოერიდეთ გამხსნელების გამოყენებას
ხელსაწყოს პლასტმასის ნაწილების
გაწმენდისას. უმეტესობა პლასტმასები
ზიანდება მათზე გამხსნელების გამოყენების
შედეგად. გამოიყენეთ სუფთა ტილო
ტალახის, მტვრის, ზეთის, ცხიმის და სხვ.
მოსაცილებლად.
სათიბი ძუის სიგრძის ცვლილება
სათიბის თავაკი აძლევს მომხმარებელს
საშუალებას გაზარდოს სათიბის ძუის
სიგრძე მოტორის გაუჩერებლად. როდესაც
ძუა იცვითება და წყდება, დამატებითი
ძუის სიგრძის გამოშვება შესაძლებელია
სათიბის თავაკის მიწაზე რბილი დარტყმით
ხელსაწყოთი სარგებლობისას.
შენიშვნა: ძუის გამოშვება უფრო
გართულდება, თუ მისი სიგრძე კოჭაზე
ძალიან დამოკლდება.
გაფრთხილება: არ მოხსნათ ან
შეცვალოთ ძუის საჭრელი დანის
კონსტრუქცია. საჭრელი ძუის დიდი სიგრძე
გამოიწვევს მოტორის გადახურებას, რამაც
შესაძლოა მოგაყენოთ სერიოზული ზიანი.

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis