Herunterladen Diese Seite drucken

Ego Power+ BCA1200 Bedienungsanleitung Seite 291

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 15
გადაცემათა კოლოფის კბილანების შეზეთვა
გადაცემათა კოლოფის კბილანების შეზეთვა
გადაცემათა კოლოფში არსებული
კბილანები საჭიროებენ პერიოდულ
შეზეთვას სპეციალური საპოხით. შეამოწმეთ
გადაცემათა კოლოფის შეზეთვის დონე
ექსპლუატაციის ყოველ 50 საათიან
პერიოდში კოლოფის გვერდითა მხარეს
მოთავსებული დამლუქავი ხრახნის
მოხსნით.
თუ კბილანების გვერდებზე საპოხი მასალა
არ სჩანს, მიყევით ქვემოთ მოცემულ
ინსტრუქციას და შეავსეთ გადაცემათა
კოლოფის სივრცე 3/4-ზე საპოხი მასალით.
ბოლომდე არ გაავსოთ გადაცემათა
კოლოფი.
1. დაიჭირეთ ბუჩქის საკრეჭი იმგვარად
რომ დამლუქავი ხრახნი აღმოჩნდეს
ზედა მხარეს (ნახ. N).
2. გამოიყენეთ არსებული
მრავალფუნქციური ქანჩის გასაღები,
რათა მოუშვათ და მოხსნათ დამლუქავი
ხრახნი.
3. გამოიყენეთ ზეთის შპრიცი (არ არის
კომპლექტში), რათა შეიყვანოთ საპოხი
მასალა ხრახნის ნასვრეტში.
4. საპოხის შეყვანის შემდეგ დაუჭირეთ
დამლუქავი ხრახნი.
ხელსაწყოს შენახვის წესი
ხელსაწყოს შენახვის წესი
მოხსენით აკუმულატორი ხელსაწყოს.
ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები და
გულდასმით გაწმინდეთ ხელსაწყო.
დაამაგრეთ დანაზე მისი ბუდე დანის
უსაფრთხოდ შენახვის მიზნით (ნახ. O).
მოხსენით ბუჩქის საკრეჭი მიმაგრება
ელექტრულ თავს და დააფარეთ
მიმაგრების ტარის ბოლო ხუფი
საჭიროების შემთხვევაში.
შეინახეთ ხელსაწყო მშრალ, კარგად
განიავებად ადგილას ჩაკეტილ და მაღლა
მდებარე სათავსოში, ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ
ხელსაწყო სასუქის, ბენზინის და სხვა
ქიმიური ნივთიერებების სიახლოვეს.
გარემოს დაცვა
გარემოს დაცვა
არ მოათავსოთ ელექტრო
მოწყობილობა, ნახმარი დამტენი და
აკუმულატორი საყოფაცხოვრებო
ნაგავში! მიუტანეთ პროდუქტი
ნარჩენების ავტორიზირებულ
გადამამუშავებელს და
უზრუნველყავით ასეთი ნარჩენის
განცალკევებულად შეგროვება.
ელექტრო მოწყობილობები უნდა
ჩაბარდეს გარემოს თვალსაზრისით
თავსებად ნარჩენების
გადამამუშავებელ ობიექტს.
მისამაგრებელი ბუჩქის საკრეჭი — BCA1200
KA
291

Werbung

loading