გაფრთხილება:
გაფრთხილება: ყოველთვის მოირგეთ
გვერდითა ეკრანების მქონე უსაფრთხოების
სათვალე და სმენის დამცავი საშულება. ამ
ინსტრუქციის უგულებელყოფამ შესაძლოა
გამოიწვიოს სხვადასხვა სხეულის თვალში
მოხვედრა და სხვა შესაძლო სერიოზული
ზიანი.
გამოყენებები
გამოყენებები
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსაწყო
ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის:
ბალახის, სარეველას, ველური მცენარეების
და ბუჩქნარის გასაკაფად, 2 სმ-ზე მცირე
დიამეტრის ახლად ამოყრილი ტოტების
მოსასხეპად.
შენიშვნა: ხელსაწყოს გამოყენება
შენიშვნა:
შესაძლებელია მხოლოდ
დანიშნულებისამებრ. სხვა ნებისმიერი
სარგებლობა ჩაითვლება როგორც
არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევა.
ბუჩქის საკრეჭი მიმაგრების გამოყენება
ბუჩქის საკრეჭი მიმაგრების გამოყენება
ელექტრულ თავზე
ელექტრულ თავზე
გაფრთხილება: ჩაიცვით შესაბამისად,
გაფრთხილება:
რათა შეამციროთ დაზიანების რისკი
ხელსაწყოთი სარგებლობისას. არ ჩაიცვათ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. მოირგეთ თვალის და
თვალის/სმენის დამცავი საშუალებები.
ჩაიცვით სამუშაო გრძელი შარვალი, ჩექმა და
ხელთათმანები. დაუშვებელია გეცვათ მოკლე
შორტი, სანდლები ან იაროთ ფეხშიშველმა.
უსაფრთხო და უკეთესი მოხმარებისთვის,
გადაიკიდეთ ჩამოსაკიდი ღვედი მხარზე.
დაარეგულირეთ ღვედი კომფორტულ
სამუშაო პოზიციაში. დაიჭირეთ ბუჩქის
საკრეჭი ორივე ხელით, მოათავსეთ ერთი
ხელი უკანა სახელურზე, ხოლო მეორე
ხელი - წინა სახელურზე. მუშაობისას ორივე
ხელი მჭიდროდ მოკიდეთ ხელსაწყოს.
ბუჩქის საკრეჭი დაიჭირეთ კომფორტულ
მდგომარეობაში, უკანა სახელურით
KA
დაახლოებით ბარძაყის დონეზე. კარგად
ჩაჭიდეთ ხელი ხელსაწყოს და დაიცავით
ბალანსი ორივე ფეხზე.
288
მისამაგრებელი ბუჩქის საკრეჭი — BCA1200
ისე მოახდინეთ თქვენი პოზიცირება, რომ
არ დაკარგოთ ბალანსი საჭრელი დანის
ბიძგის რეაქციის გამო (ნახ. B).
გაფრთხილება:
გაფრთხილება: მხრის ღვედი ასევე
წარმოადგენს ხელსაწყოს სწრაფად მოხსნის
საშუალებას სახიფათო სიატუაციაში.
როდესაც ხდება გაუთვალისწინებელი
შემთხვევა, მაშინვე მოიხსენით ღვედი
მხრიდან, მიუხედავდ იმისა თუ რომელ
მხარზე მდებარეობს იგი.
ველური მცენარეების და ბუჩქნარის
გასაკრეჭად ჩაწიეთ მბრუნავი დანა
მცენარეულ საფარში, რათა მიიღოთ
გაკაფვის ეფექტი. ბუჩქის საკრეჭი
გამოიყენეთ ცელის მაგვარად (ატრიალეთ
მარჯვნივ და მარცხნივ) მიწის ზედაპირის
გასწვრივ. არ დაიჭიროთ ხელსაწყოს საკრეჭი
ნაწილი წელს ზევით.
გაფრთხილება:
გაფრთხილება: მჭრელი ნაწილის
სიმაღლესთან ერთად იზრდება პირადი
ზიანის რისკიც გაკაფული ნაწილების
გვერდზე გასროლის შედეგად.
გაფრთხილება: ახლადამოყრილი
გაფრთხილება:
ბუჩქნარის ან სხვა ხის კონსისტენციის,
2 სმ-მდე დიამეტრის მქონე მცენარეების
გაკაფვისას გამოიყენეთ საკრეჭი დანის
მარცხენა მხარე, რათა თავიდან აირიდოთ
დანაზე ბიძგის მიცემის სიტუაცია. არ
შეეცადოთ მოჭრათ დიდი დიამეტრის
ტოტები, რადგან დანა შესაძლოა
გაიხლართოს და გაქაჩოს ხელსაწყო წინ.
ამან შესაძლოა გამოიწვიოს დანის, საკრეჭის
დაზიანება ან დაგაკარგვნით კონტროლი
ხელსაწყოზე, რამაც შესაძლოა მოგიტანოთ
პირადი ზიანი.
გაფრთხილება: ბუჩქის საკრეჭი დანის
გაფრთხილება:
არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა გაბზაროს,
გატეხოს ან დაამტვრიოს იგი
გამოსროლილმა ნაწილებმა შეიძლება
სერიოზულად დააზიანოს მომხმარებელი
ან განზე მდგომი ადამიანი. პირადი
ზიანის მიღების რისკის შესამცირებლად
აუცილებელია შემდეგი უსაფრთხოების
ზომების მიღება: