Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

მართვის ბლოკი; შესავალი - Saeco Xelsis SUPREMA SM8885 Benutzerhandbuch

Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 114
808
ქართული ენა
მართვის ბლოკი
ესპრესოს ამ აპარატის ორი ვერსია არსებობს. მათი მართვის ბლოკი სხვადასხვანაირია, თუმცა
ხატულები ერთნაირად მუშაობს. ყველა ღილაკის სანახავად, იხილეთ სურათები B და C. აღწერების
ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ.
B1 გამორთვის ხატულა
C1 ჩართვა/გამორთვის ხატულა
B2/C2 სასმელები
B3/C3 სასმელების მენიუ
B4/C4 პერსონალური პროფილები
შესავალი
გილოცავთ Saeco-ს ავტომატური ყავის აპარატის შეძენას! ონლაინ დახმარებით სრულად
სარგებლობისთვის, რომელსაც Saeco გთავაზობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მართვის პანელი
თქვენი აპარატის შიდა Wi-Fi კავშირით დასარეგისტრირებლად, ან გადადით ვებგვერდზე
www.saeco.com/MyCoffeeMachine და დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქტი.
ყურადღებით წაიკითხეთ ცალკე არსებული უსაფრთხოების ბუკლეტი, სანამ პირველად
გამოიყენებთ აპარატს და შეინახეთ ის მომავალში გამოსაყენებლად.
თქვენი Saeco-ს ავტომატური ყავის აპარატი საშუალებას გაძლევთ, დააკავშიროთ ის თქვენს Wi-Fi
ქსელთან გამოცდილების გასაღრმავებლად.
ყავის აპარატის თქვენს Wi-Fi ქსელთან დაკავშირებით, თქვენ შეგეძლებათ:
-
მიიღოთ პერსონალიზებული რეკომენდაციები აპარატის შესწავლის საფუძველზე
-
ისიამოვნოთ პროგრამის რეგულარული განახლებით თქვენი სამომხმარებლო გამოცდილების
გასაღრმავებლად
-
გამოიყენოთ მაღაზიის ფუნქციონალობა, თუ ის ხელმისაწვდომია თქვენს ქვეყანაში
-
შეგიძლიათ თქვენი აპარატი დააკავშიროთ თქვენი Amazon-ის ანგარიშთან დამატებითი
ნაწილების შესავსებად, თუ ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია თქვენს ქვეყანაში
-
დააკავშიროთ თქვენს Alexa-ს სახლის მოწყობილობასთან ხმის კონტროლით
სარგებლობისთვის, თუ ის ხელმისაწვდომია თქვენს ქვეყანაში
შენიშვნა: ეს აპარატი შემოწმდა ყავით. მიუხედავად იმისა, რომ ის გულდასმით გაიწმინდა,
შეიძლება ყავის ნალექი მაინც იყოს დარჩენილი. თუმცა, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ აპარატი
სრულიად ახალია.
აპარატის ჩართვა, როდესაც თქვენ გაქვთ Xelsis SUPREMA
(მხოლოდ SM8885, SM8889)
აპარატი ჩართეთ აპარატის უკან მთავარ ჩამრთველზე ხელის დაჭერით. იმისათვის, რომ „ჩართვის"
ხატულა გამოჩნდეს ეკრანზე, შეეხეთ მართვის ბლოკის ცენტრს. შეეხეთ „ჩართვის" ხატულას და
დაიცავით მართვის ბლოკზე მოცემული ნაბიჯ-ნაბიჯი ინსტრუქციები.
დააკავშირეთ და განაახლეთ აპარატი პირველი ინსტალაციისას და რეგულარულად შეამოწმეთ
მექანიკური განახლებები.
B5/C5 მარცვლები
B6/C6 აპარატის პარამეტრები
B7/C7 სტატუს მენიუ
B8/C8 მაღაზია
B9/C9 დაწყება/დასრულების
ხატულა

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis