Herunterladen Diese Seite drucken

Whirlpool WHC20D013D1 Bedienungsanleitung Seite 193

Vorschau ausblenden Andere Handbücher für WHC20D013D1:

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 72
KA
ექსპლუატაციისა და მოვლის სახელმძღვანელო
მაცივრის განათება
მაცივრის კამერის განათების სისტემაში გამოიყენება შუქდიოდური განათება, რომელიც უკეთეს განათებას
უზრუნველყოფს ტრადიციულ ნათურებთან შედარებით და ასევე ძალიან დაბალ ენერგომოხმარებას. თუ
გჭირდებათ შეცვლა, დაუკავშირდით ტექნიკური დახმარების სამსახურს.
მნიშვნელოვანი: მაცივრის კამერის განათება ირთვება, როდესაც მაცივრის კარი იღება.
შუქდიოდის ნათურის შეცვლა (მოდელის მიხედვით)
განათების ნათურის გამოცვლამდე ყოველთვის გამორთეთ მოწყობილობა კვების წყაროდან. შემდეგ
მიჰყევით ინსტრუქციას თქვენი პროდუქტის ნათურის ტიპის მიხედვით. შეცვალეთ ნათურა იმავე
მახასიათებლებით, რომელიც ხელმისაწვდომია ტექნიკური დახმარების სამსახურისა და უფლებამოსილ
გამყიდველებისგან.
განათების ტიპი 1)
ნათურის მოსახსნელად ატრიალეთ იგი საათის საწინააღმდეგო
მიმართულებით, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე. დაელოდეთ 5 წუთი,
სანამ ხელახლა ჩართავთ მოწყობილობას.
შუქდიოდის განათების ნათურა (მაქს 25 W)
განათების ტიპი 2)
თუ პროდუქტს აქვს შუქდიოდის განათება, როგორც ნაჩვენებია სურათებზე ქვემოთ, შეცვლის საჭიროების
შემთხვევაში დაუკავშირდით ტექნიკური დახმარების სამსახურს. შუქდიოდები უფრო გამძლეა, ვიდრე
ტრადიციული განათების ნათურები, აუმჯობესებენ შიდა ხილვადობას და ეკოლოგიურად სუფთაა.
თაროები
ყველა უჯრა, კარის თარო და თაროები მოხსნადია.
კარი
კარის რევერსიულობა
შენიშვნა: კარის გახსნის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს. თუ ამ ოპერაციას ასრულებს გაყიდვების შემდგომი
სერვისი, მასზე არ ვრცელდება გარანტია.
ინსტალაციის სახელმძღვანელოში .
მიყევით ინსტრუქციას
3

Werbung

loading