Herunterladen Diese Seite drucken

Philips AC0830 Bedienungsanleitung Seite 34

Vorschau ausblenden Andere Handbücher für AC0830:

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 14
მნიშვნელოვანია
  უ საფრთხოება
ყურადღებით წაიკითხეთ მომხმარებლის ეს სახელმძღვანელო მოწყობილობის ჩართვამდე და
შეინახეთ ის მომავალში გამოსაყენებლად.
უმაღლესი ხარისხით მუშაობის უზრუნველსაყოფად დარწმუნდით, რომ გამწმენდის უახლეს
ვერსიას იყენებთ. განახლება შეგიძლიათ აპლიკაციის Air+ საშუალებით
(მხოლოდ Wi-Fi-ს ფუნქციით აღჭურვილი პროდუქტის შემთხვევაში).
საშიშია!
არ გაასუფთაოთ მოწყობილობა წყლით ან ნებისმიერი სხვა სახის სითხით ან (აალებადი)
გამწმენდი საშუალებით, არ მისცეთ მათ მოწყობილობაში შეღწევის საშუალება, რათა
თავიდან აიცილოთ დენის დარტყმა და/ან ხანძრის გაჩენის საფრთხე.
მოწყობილობის გარშემო არ დაასხუროთ აალებადი ნივთიერებები, როგორიცაა
ინსექტიციდები ან არომატიზატორები.
ყურადღება!
მოწყობილობის შეერთებამდე შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა მოწყობილობაზე
მითითებული ძაბვა ადგილობრივი ელექტროქსელის ძაბვას.
დაზიანების შემთხვევაში ელექტროკაბელი გამოცვალეთ კომპანია Philips-ში, Philips-
ის ავტორიზებულ სერვისცენტრში ან ანალოგიური კვალიფიკაციის მქონე სხვა
სერვისცენტრში, რათა თავიდან აიცილოთ საფრთხე.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა , თუ გადამყვანი, ელექტროკაბელი ან თავად მოწყობილობა
დაზიანებულია.
გამოიყენეთ მხოლოდ ის გადამყვანი (AC0819/AC0820/AC0830: KA1801A-2400750EU,
AC0850: KA2401A-2401000EU), რომელიც მოწყობილობას მოჰყვება.
ამ მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია ბავშვებისთვის 8 წლიდან და ასევე შეზღუდული
ფიზიკური, სენსორული ან მენტალური შესაძლებლობების ან გამოცდილებისა და
ცოდნის არმქონე პირებისთვის, თუ მათ მიიღეს ინსტრუქცია მოწყობილობის უსაფრთხო
გამოყენების შესახებ ან მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ესმით, რა საფრთხეები
არსებობს.
ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ მოწყობილობით.
ბავშვებისთვის აკრძალულია მოწყობილობის გაწმენდა და მოვლა-შენახვა
მეთვალყურეობის გარეშე.
არ დაბლოკოთ ჰაერის შემშვები და გამომშვები, მაგალითად, მათ წინ საგნების
განთავსებით.
დარწმუნდით, რომ მოწყობილობაში არ მოხვდება უცხო სხეულები ჰაერის გამომშვების
გავლით.
Wi-Fi-ს სტანდარტული ინტერფეისი: 802.11b/g/n, 2,4 გჰც, მაქსიმალური გამომავალი
სიმძლავრე: 31,62 მლვტ EIRP (მხოლოდ Wi-Fi-ს ფუნქციით აღჭურვილი პროდუქტისთვის).
გაფრთხილება
ეს მოწყობილობა ვერ ჩაანაცვლებს ვენტილაციის სრულყოფილ სისტემას, მტვერსასრუტით
რეგულარულ წმენდას ან სამზარეულოს გამწოვ-ვენტილატორს.
მოწყობილობა ყოველთვის დააყენეთ და გამოიყენეთ მშრალ, მყარ, თანაბარ და
ჰორიზონტალურ ზედაპირზე.
მოწყობილობის გარშემო მინიმუმ 20 სმ თავისუფალი სივრცე უნდა იყოს, ხოლო
მოწყობილობის ზემოთ — მინიმუმ 30 სმ.
არ დაჯდეთ ან დადგეთ მოწყობილობაზე. არ დადოთ არაფერი მოწყობილობის თავზე.
არ მოათავსოთ მოწყობილობა პირდაპირ კონდიციონერის ქვეშ, რათა თავიდან აიცილოთ
მასზე კონდენსატის მოხვედრა.
KA
31

Werbung

loading

Diese Anleitung auch für:

Ac0820Ac0819Ac0850Ac0830/10