Herunterladen Diese Seite drucken

Nuna Bugaboo turtle Bedienungsanleitung Seite 327

Vorschau ausblenden Andere Handbücher für Bugaboo turtle:

Werbung

როგორ დავამაგროთ ბავშვის სავარძელი
თვითმფრინავის სავარძლის უსაფრთხოების ღვედის
გამოყენებით:
1
მოათავსეთ ჩვილთა ეტლის მოდული
მგზავრთა სავარძელში ფრენის მიმართულების
საპირისპიროდ.
2
დარწმუნდით, რომ ეტლის სახელური
დაყენებულია ყველაზე მაღალ პოზიციაზე.
3
მოათავსეთ უსაფრთხოების ღვედი ორთავე
ცისფერ გამტარში.
4
ჩაკეტეთ უსაფრთხოების ღვედი (დაიცავით
ავიახაზის უსაფრთხოების ინსტრუქციები).
5
დაჭიმეთ უსაფრთხოების ღვედი ღვედის კიდეზე
მოქაჩვით. (43)
უსაფრთხოების ღვედების ბალთა არავითარ
შემთხვევაში არ უნდა იყოს მოქცეული ცისფერი
გამტარებს შორის. (44)
მოხსნა:
გახსენით მგზავრთა სავარძლის უსაფრთხოების ღვედი
(დაიცავით ავიახაზის უსაფრთხოების ინსტრუქციები).
ახლა შეგიძლიათ მოხსნათ ბავშვის სავარძელი
სავარძლიდან.
გასუფთავება და
მოვლა-პატრონობა
გაწმინდეთ ჩარჩო, პლასტიკური ნაწილები და
ქსოვილი ტენიანი ნაჭრით, მაგრამ არ გამოიყენოთ
სახეხი ან მათეთრებელი საშუალებანი. ნუ გამოიყენებთ
სილიკონის საპოხ მასალებს, ვინაიდან ისინი ჭუჭყსა და
მტვერს იკრავენ.
ხანგრძლივი გამოყენების უზრუნველსაყოფად,
წვიმიან ამინდში გამოყენების შემდგომ, გაწმინდეთ ეს
42
პროდუქტი რბილი და კარგად მშთანთქავი ნაჭრით.
გაწმენდისა და გარეცხვის ინსტრუქციებისათვის
დააკვირდით პროდუქტზე არსებულ მოვლის
იარლიყებს.
თქვენი კეთილსინდისიერი მოვლის მიუხედავად,
მზის სხივების გამო ნაჭრის ფერის შეცვლა და
გაცვეთილი იერი გამოყენების ხანგრძლივი
პერიოდის შემდგომ ქსოვილისთვის ნორმალური
მოვლენაა.
უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენეთ მხოლოდ
Nuna-ს ორიგინალური სათადარიგო ნაწილები.
რეგულარულად შეამოწმეთ ყველაფერი გამართულ
მუშაობასთან დაკავშირებით. შეწყვიტეთ ამ
პროდუქტის გამოყენება, თუ რაიმე ნაწილი
გაიცვითა, გატყდა ან დაიკარგა.
აქ მოცული ინფორმაცია ექვემდებარება ცვლილებების შეტანას
შეტყობინების გარეშე. Bugaboo International BV პასუხს არ აგებს აქ შესულ
ტექნიკურ შეცდომებზე ან გამოტოვებებზე. შეძენილი პროდუქტი შეიძლება
განსხვავდებოდეს ამ სახელმძღვანელოში ნახსენები პროდუქტისგან. ჩვენი
უახლესი მომხმარებლის სახელმძღვანელო შეიძლება მოითხოვოთ ჩვენს
მომსახურების განყოფილებებში ან ნახოთ ვებგვერდზე www.bugaboo.com.
© 2019 Bugaboo International BV. BUGABOO, BUGABOO FOX,
BUGABOO CAMELEON, BUGABOO BEE, BUGABOO DONKEY,
BUGABOO BUFFALO, RUNNER, BUGABOO BOXER და Bugaboo
ლოგოები დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებია. Bugaboo®
ეტლები დაპატენტებულია და დიზაინი დაცულია.
43

Werbung

loading