Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

EGO CHT2000E Bedienungsanleitung Seite 270

Vorschau ausblenden Andere Handbücher für CHT2000E:
Inhaltsverzeichnis

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 13
არ გამოიყენოთ აკუმულატორი ან
ხელსაწყო, რომელიც დაზიანებული
ან გადაკეთებულია. დაზიანებულმა
ან გადაკეთებულმა აკუმულატორმა
შესაძლოა გამოავლინოს
არაპროგნოზირებადი ქცევა, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება
ან პირადი ზიანი.
არ მოათავსოთ აკუმულატორი
ან ხელსაწყო ცეცხლში ან მაღალ
ტემპერატურულ გარემოში. 130 °C-ზე
მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა
გამოიწვიოს აფეთქება.
მიყევით დატენვის ინსტრუქციებს
და არ დატენოთ აკუმულატორი
ინტრუქციაში მითითებული
ტემპერატურული დიაპაზონის გარეთ.
არასწორი დატენვა ანდა აკუმულატორის
დატენვა ინსტრუქციაში მითითებული
ტემპერატურული დიაპაზონის გარეთ
ზრდის ხანძრის რისკს.
ტექნიკური სერვისი
ხელსაწყოს ტექნიკური სერვისი
შეასრულებინეთ კვალიფიციურ პირს
მხოლოდ იდენტური სათადარიგო
ნაწილების გამოყენებით. მსგავსი
პროცედურა უზრუნველყოფს ხელსაწყოს
უსაფრთხოდ მუშაობას.
არასოდეს შეაკეთოთ დაზიანებული
აკუმულატორები. აკუმულატორების
სერვისი მხოლოდ მწარმოებლის
ან ავტორიზირებული სერვისის
მომწოდებლის მიერ არის შესაძლებელი.
გაფრთხილება: შეამოწმეთ ბუჩქი
უცხო სხეულებზე მუშაობის დაწყებამდე,
როგორიცაა მავთულის ღობე. ბუჩქის
საკრეჭი მხოლოდ სწორად დამაგრებული
დამცავი ეკრანით გამოიყენეთ. ბუჩქის
საკრეჭის გამოყენებამ შესაბამისი დამცავი
ეკრანის გარეშე შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი!
KA
ბუჩქის საკრეჭის სპეციფიური უსაფრთხოების
წესები
მოარიდეთ თქვენი სხეულის ყველა
ნაწილი საკრეჭ დანას. არ მოაცილოთ
270
12 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი ბალახის/ბუჩქის საკრეჭი— CHT2000E
ხერხს მოჭრილი საგნები ან ხელით
დაიჭიროთ გასაჭრელი საგნები, როცა
დანები მოძრაობის პროცესშია. დანები
აგრძელებს მოძრაობას ჩამრთველის
გათიშვის შემდეგაც. ბუჩქის
საკრეჭით სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
ატარეთ ბუჩქის საკრეჭი სახელურით
და გაჩერებული საჭრელით, ყურადღება
მიაქციეთ რომ ხელი არ დაგეჭიროთ
ჩამრთველზე. ბუჩქის საკრეჭის სწორი
ტარება შეამცირებს უცაბედი ჩართვის
და მჭრელი დანიდან მიღებულ შესაძლო
პერსონალურ ფიზიკურ ზიანს.
როდესაც ახდენთ ბუჩქის საკრეჭის
შენახვას ან ტრანსპორტირებას,
ყოველთვის მოაცვით დანას დამცავი
შალითა. ბუჩქის საკრეჭის სწორი
მოპყრობა შეამცირებს მჭრელი დანიდან
მიღებულ შესაძლო პერსონალურ
ფიზიკურ ზიანს.
გაჭედილი საგნების მოცილებისას ან
ხელსაწყოს ტექნიკური სერვისისას
დარწმუნდით რომ ყველა ჩამრთველი
არის გამორთულ მდგომარეობაში
და აკუმულატორი მოხსნილია ან
ამორთულია. ბუჩქის საკრეჭის
უცაბედმა ჩართვამ გაჭედილი საგნების
მოცილებისას ან ხელსაწყოს ტექნიკური
სერვისისას შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი!
დაიჭირეთ ელექტრული ხელსაწყო
მხოლოდ იზოლირებული ხელჩასაჭიდი
ადგილებით, რადგან ხერხი შესაძლოა
შეეხოს ფარულ დენის სადენს. დანა
რომელიც შეეხება დენის გამტარ სადენს,
თავადაც ხდის ხერხის შიშველ ლითონის
ნაწილებს გამტარს და შესაძლოა
გამოიწვიოს მომხმარებლის ელექტრული
შოკი.
მოარიდეთ ყველა სადენი და კაბელი
სამუშაო გასაკრეჭ არეს. მუშაობისას
სადენი ან კაბელი შესაძლოა დამალული
იყოს ბუჩქსა ან ჩირგვში და შემთხვევით
გაიჭრას დანის მიერ.
არ გამოიყენოთ ბუჩქის საკრეჭი ცუდი

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis