GE
გამოყენებამდე
ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციას და თავსებადი აპარატურული უზრუნველყოფის სხვა
ˎ
სახელმძღვანელოებს. შეინახეთ ინსტრუქცია მომავალში გამოსაყენებლად.
ყოველთვის განაახლეთ სისტემა უახლეს ვერსიამდე.
ˎ
უსაფრთხოების ზომები
უსაფრთხოება
მოერიდეთ პროდუქტის ხანგრძლივ გამოყენებას. შეისვენეთ 15 წუთით თამაშის თითოეული საათის
ˎ
განმავლობაში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება, თუ გამოყენებისას იგრძნობთ დაღლილობას,
ˎ
დისკომფორტს ან ტკივილს ხელებსა და მკლავებში. თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, მიმართეთ
ექიმს.
თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები შეგექმნებათ,
ˎ
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სისტემის გამოყენება. თუ სიმპტომები არ გაივლის, მიმართეთ ექიმს.
თავბრუსხვევა, გულისრევა, დაღლილობა ან ზღვის ავადმყოფობის მსგავსი სიმპტომები.
ˋ
დისკომფორტი ან ტკივილი სხეულის რომელიმე ნაწილში, როგორიცაა თვალები, ყურები, ხელები
ˋ
ან მკლავები.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ხელებით გამოსაყენებლად. ნუ მიიტანთ ძალიან ახლოს
ˎ
სახესთან, თავთან, სახის ან სხეულის სხვა ნაწილის ძვლებთან.
ამ პროდუქტის ვიბრაციის ფუნქციამ შეიძლება გააუარესოს სხეულის დაზიანებები. არ გამოიყენოთ
ˎ
ვიბრაციის ფუნქცია, თუ გაქვთ ხელების ან მხრების ძვლების, სახსრების ან კუნთების დაზიანება.
ვიბრაციის ფუნქცია შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ფუნქციების ეკრანზე
(პარამეტრებიდან).
მიკროფონიანი თუ სხვა ყურსასმენის მაღალ ხმაზე გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიქვიოს სმენის
ˎ
მუდმივი დაკარგვა. დააყენეთ ხმა უსაფრთხო დონეზე. დროთა განმავლობაში, ხმამაღალი
აუდიობგერები, შესაძლოა, ჟღერდეს, როგორც ნორმალური, მაგრამ ამავდროულად იწვევდეს სმენის
დაქვეითებას. თუ იგრძნობთ ზარის ხმას, დისკომფორტს ან ჩახშობილ საუბარს, შეწყვიტეთ მოსმენა
და შეამოწმეთ თქვენი სმენა. რაც უფრო მაღალ ხმაზე მოუსმენთ, მით უფრო სწრაფად შეიძლება
დაზიანდეს თქვენი სმენა. სმენის დასაცავად:
შეზღუდეთ მიკროფონიანი ყურსასმენის ან ყურსასმენების მაღალ ხმაზე გამოყენების დრო.
ˋ
მოერიდეთ ხმის აწევას გარემოს ხმაურის ჩასახშობად.
ˋ
დაუწიეთ ხმას, თუ არ გესმით ადამიენების საუბარი თქვენ მახლობლად.
ˋ
მოერიდეთ კონტროლერის შუქის ზოლზე ყურებას, როდესაც ის ციმციმებს. დაუყოვნებლივ
ˎ
შეწყვიტეთ კონტროლერის გამოყენება, თუ გრძნობთ რაიმე დისკომფორტს ან ტკივილს სხეულის
რომელიმე ნაწილში.
შეინახეთ პროდუქტი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. მცირეწლოვანმა
ˎ
ბავშვებმა შეიძლება დააზიანონ პროდუქტი, რაც გამოიწვევს მის გაუმართაობას, გადაყლაპოს მცირე
ზომის ნაწილები, მოიხვიონ კაბელები თავის გარშემო, ან შემთხვევით დააზიანონ საკუთარი თავი ან
სხვა.
გამოყენება და ექსპლუატაცია
კონტროლერის გამოყენებისას გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები.
ˎ
გამოყენებამდე შეამოწმეთ, რომ თქვენს გარშემო საკმარისად დიდი სივრცეა.
ˋ
მჭიდროდ დაიჭირეთ კონტროლერი, რომ ხელიდან არ გაგივარდეთ და დაზიანება არ მიიღოთ.
ˋ
კონტროლერის USB კაბელით გამოყენებისას, შეამოწმეთ, რომ კბელი არ მოხვდება სხვა ადამიანს
ˋ
ან საგანს და არ გაამოაძროთ კაბელი PlayStation
არ მოახვედროთ პროდუქტში სითხე ან მცირე ნაწილაკები.
ˎ
არ შეეხოთ პროდუქტს სველი ხელებით.
ˎ
არ მოისროლოთ ან არ დაგივარდეთ პროდუქტი და არ მიაყენოთ მას ძლიერი ფიზიკური შოკი.
ˎ
არ დაალაგოთ მძიმე ნივთები პროდუქტზე.
ˎ
არ შეეხოთ USB კონექტორის შიდა ნაწილს და ნუ მოათავსებთ მასში უცხო საგნებს.
ˎ
არასოდეს დაშალოთ პროდუქტი და ნუ მოახდენთ მის მოდიფიცირებას.
ˎ
86
4 სისტემიდან თამაშის დროს.
®
(Settings)