Herunterladen Inhalt Inhalt Diese Seite drucken

EGO CTA9500 Übersetzung Der Original-Anleitung Seite 257

Bodenfräseneinsatz
Inhaltsverzeichnis

Werbung

ელექტრული ხელსაწყოს უსაფრთხოების
ზოგადი მაჩვენებლები
გაფრთხილება! გაეცანით ამ ელექტრულ
ხელსაწყოსთან დაკავშირებულ ყველა
უსაფრთხოების მითითებას, ინსტრუქციას,
ილუსტრაციას და სპეციფიკაციას. ქვემოთ
ჩამოთვლილი ყველა ინსტრუქციის
უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს
ელექტრული შოკი, ხანძარი და/ან
მოგაყენოთ სერიოზული ზიანი.
შეინახეთ ყველა მითითება და ინსტრუქცია
სამომავლოდ გამოყენებისთვის.
სამუშაო არეს უსაფრთხოება
დაიცავით სამუშაო არის სისუფთავე და
იქონიეთ კარგი განათება. ჩახერგილი ან
ბნელი სამუშაო არე იწვევს ინციდენტებს.
არ ამუშაოთ ელექტრული ხელსაწყო
ჰაერში ფეთქებადი საშუალებების
არსებობისას, როგორიცაა აალებადი
სითხეები, აირები ან მტვერი.
ელექტრული ხელსაწყოები წარმოქმნიან
ნაპერწკალს, რომელმაც შესაძლოა აანთოს
მტვერი ან აირი.
ელექტრული ხელსაწყოთი
სარგებლობისას მოარიდეთ მას ბავშვები
და სხვა პირები. ყურადღების გაფანტვას
შეუძლია გამოიწვიოს ხელსაწყოზე
კონტროლის დაკარგვა.
ელექტრული უსაფრთხოება
არ დატოვოთ ელექტრული ხელსაწყოები
წვიმაში ან სველ ადგილას. ელექტრულ
ხელსაწყოში შესული წყალი ზრდის
ელექტრული შოკის მიღების რისკს.
პირადი უსაფრთხოება
ხელსაწყოს გამოყენებისას იყავით
ფხიზლად, იმოქმედეთ დაკვირვებით
და საღი აზრის გათვალიწინებით.
არ გამოიყენოთ ხელსაწყო როდესაც
ხართ დაღლილი, ან ალკოჰოლის,
მედიკამენტების ან ნარკოტიკების
ზემოქმედების ქვეშ. ხელსაწყოთი
სარგებლობისას მყისიერმა
უყურადღებობამ შეიძლება მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი.
ყოველთვის გამოიყენეთ პირადი
დამცავი საშუალებები. შესაბამის
სამუშაო პირობებში პირადი დამცავი
საშუალებების გამოყენება, როგორიცაა
თვალის დამცავი, მტვრის საწინააღმდეგო
ნიღაბი, მოცურების საწინააღმდეგო სპეც
ფეხსაცმელი, მყარი ჩაფხუტი ან სმენის
დამცავი, ამცირებს სამუშაო ტრამვებს.
უცაბედი ჩართვის აღკვეთა.
დარწმუნდით რომ ჩამრთველი არის
გამორთულ პოზიციაში ხელსაწყოს
აკუმულატორთან მიერთებამდე,
ხელსაწყოს მაღლა აწევამდე ან
ტარებამდე. ელექტრული ხელსაწყოების
ტარება ჩამრთველის ღილაკზე
დადებული თითით ან ხელსაწყოს დენში
მიერთება, რომელსაც გააქტიურებული
აქვს ჩართვის ღილაკი, იწვევს
ინციდენტებს.
მოხსენით ნებისმიერი დამაგრებული
მარეგულირებელი ხელსაწყო ან ქანჩის
გასაღები ჩართვამდე. ელექტრული
ხელსაწყოს მოძრავ ნაწილზე
დამაგრებულმა ქანჩის გასაღებმა ან სხვა
მარეგულირებელმა შესაძლოა მოგაყენოთ
პირადი ზიანი.
არ გადაიხაროთ. ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
ეს გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ
ხელსაწყოს უკეთესი კონტროლი
მოულოდნელ სიტუაციებში.
ჩაიცვით შესაბამისად. არ ჩაიცვათ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. მოაცილეთ თქვენი
თმა და ტანსაცმელი მოძრავ ნაწილებს.
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი,
ძვირფასეულობა და თმა შესაძლოა
ჩაითრიოს მოძრავმა ნაწილებმა.
თუ არსებობს მტვრის ან ნარჩენების
შემგროვებელი საშუალებების
შეერთების ადგილები, დარწმუნდით
რომ ისინი სწორადაა დაკავშირებული
მისამაგრებელი კულტივატორი — CTA9500
257
KA

Werbung

Inhaltsverzeichnis
loading

Inhaltsverzeichnis