Herunterladen Diese Seite drucken

AENO KS1S Bedienungsanleitung Seite 17

Vorschau ausblenden Andere Handbücher für KS1S:

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 9
KAT
სამზარეულოს სასწორი AENO™ AKS0001S გნკუთვნილია საკვები პროდუქტებისა და მცირე ზომის ნივთების ასაწონად.
ტექნიკური მახასიათებლები
ელექტროკვება: ბატარეები AAA (ე ერთ.) 4,5 ვ, 700 მასთ. BT 5.0. გამოსხივების სიმძლავრე: +10,5 დბმ / 11,2 მვტ. გაზომვის დიაპაზონი: 2 გრ –
8 კგ. წონის ბიჯი: 1 გრ. გაზომვის შეცდომა: ±0,5 %. საზომი ერთეულები: გრამი, მილილიტრი, ფუნტი, უნცია, სითხის უნცია. LED-ეკრანი.
ბატრეების დატენვის დონის ჩვენება. პროდუქტის დასაშვები წონის გადაჭარბების მაჩვენებელი. ავტომატური ჩართვა/გამორთვის ფუნქცია.
კონტეინერის წონის ნულირების ფუნქცია. მართვა: ხელით, დისტანციური. სამუშაო პირობები: ტემპერატურა −10...+40 °C, ფარდობითი
ტენიანობა < 85 % (კონდენსაციის გარეშე). შენახვის პირობები: ტემპერატურა −10...+55 °C, ფარდობითი ტენიანობა < 85 % (კონდენსირების
გარეშე). ფერი: თეთრი. კორპუსის მასალა: ABS პლასტმასი, გამაგრებული მინა. ზომა (სიგრძე×სიგანე×სიმაღლე): 190×165×18 მმ. წონა: 0,49 კგ.
მისაწოდებელი კომპლექტი
სამზარეულოს სასწორი, AAA ბატარეები (3 ცალი), სწრაფი დაწყების სახელმძღვანელო.
შეზღუდვები და გაფრთხილებები
ფრთხილად მოეპყარით სასწორის მინის ზედაპირს, არ დაუშვათ მისი დაზიანება, გაბზარვა და გატეხვა, რადგან გატეხილი მინა შეიძლება გახდეს
ტრამვის მიზეზი. გააკონტროლეთ მოწყობილობის გამოყენება როგორც ბავშვების, ასევე ფიზიკური და გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების მიერ. არ დაუშვათ ბავშვებს მოწყობილობით თამაში. მოათავსეთ სასწორი ბრტყელ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, რათა თავიდან
აიცილოთ გაზომვის უზუსტობები. არ დატვირთოთ მოწყობილობა გაზომვის დიაპაზონის მაქსიმალური მნიშვნელობის მიღმა. თუ მოწყობილობა
დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენება, ამოიღეთ ბატარეები და შეინახეთ ისინი ბავშვებისა და ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოწყობილობის გაწმენდის წინ ამოიღეთ ბატარეები. გაწმინდეთ მოწყობილობის კორპუსი ნესტიანი ხელსახოცით. თუ ჭუჭყიანია, გაწმინდეთ
რბილი ქსოვილით, რომელიც დასველებულია მცირე საპნიანი წყლით. შემდეგ – სუფთა წყალში დასველებული ქსოვილით. გაწმენდის შემდეგ
გაამშრალეთ მოწყობილობა. არ გამოიყენოთ ქიმიური და აგრესიული სარეცხი საშუალებები, აბრაზიული პასტები, მჟავების და გამხსნელების
შემცველი პროდუქტები, აგრეთვე ლითონის ღრუბლები დასუფთავებისთვის.
ყურადღება! ერიდეთ მოწყობილობაზე წყლის ან სხვა სითხეების მიხვედრას. აკრძალულია მოწყობილობის წყალში ჩადება. აკრძალულია
მოწყობილობის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გარეცხვა გამდინარე წყლის ქვეშ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
პირობითი აღნიშვნები (იხ. სურ. a, b)
1 – ღილაკი "UNIT" ("გაზომვის ერთეული") – საზომი ერთეულის შერჩევა; 2 – ღილაკი "TARE" – ("კონტეინერი") მოწყობილობის ჩართვა/გამორთვა,
კონტეინერის წონის განულება; 3 – LED მონიტორი; 4 – ბატარეის განყოფილება.
მოწყობილობის მომზადება მუშაობისთვის
გახსენით მოწყობილობა და გაწმინდეთ მისი ზედაპირები წყალში დასველებული ხელსახოცით. კარგად გაამშრალეთ. გახსენით განყოფილების
ხუფი (4) და ჩასვით ბატარეები (ნახ. b) დააკვირდით პოლარობას. დახურეთ განყოფილების ხუფი (4). მოათავსეთ მოწყობილობა მყარ
ჰორიზონტალურ ზედაპირზე. დააჭირეთ ღილაკს (2). მონიტორზე აისახება წარწერა: "0 g" ("ნული გრამი").
შენიშვნა. სასწორი აგრეთვე ავტომატურად ჩაირთვება თუ მასზე ასაწონ პროდუქტს ან ნივთს დადებთ.
შემდეგ საჭიროა საზომი ერთეულის არჩევა. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს (1). ყოველი დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება გაზომვის მიმდინარე
ერთეული: "g" – გრამი, "lb" – ფუნტი, "oz" – უნცია, "fl. oz" – თხევადი უნცია, "ml" – მილილიტრი. ხდება არჩეული პარამეტრების დამახსოვრება
მიმდინარე აწონვისთვის და მოწყობილობის შემდგომი ჩართვისას. პარამეტრები უქმდება ბატარეების ამოღებისას.
მოწყობილობის ექსპლუატაცია
განათავსეთ პროდუქტი მოწყობილობის ზედაპირზე. დისპლეიზე გამოჩნდება პროდუქტის წონა არჩეულ საზომ ერთეულში.
თუ თქვენ უნდა იცოდეთ პროდუქტის წონა მისი კონტეინერის გარეშე (თეფში, მინა, კონტეინერი და ა.შ.), ჯერ დადეთ ცარიელი კონტეინერი სასწორზე
და გაანულეთ მისი წონა ღილაკზე (2) დაჭერით. ამის შემდეგ მოათავსეთ პროდუქტი კონტეინერში. მონიტორზე გამოჩნდება პროდუქტის წონა
კონტეინერის გარეშე.
მოწყობილობის გამორთვისთვის დააჭირეთ ღილაკს (2) 3 წამის განმავლობაში ან დაელოდეთ მის ავტომატურად გამორთვას. მოწყობილობა
ავტომატურად ითიშება, თუ მას არ გამოიყენება ერთ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
დაუკავშირდით AENO-ს მობილურ აპლიკაციას
ჩამოტვირთეთ მობილური დანართი AENO Google Play ან App Store-იდან და დაარეგისტრირეთ ახალი ანგარიში (ან შედით უკვე არსებულ
ანგარიშში).
 ჩართეთ მოწყობილობა ღილაკზე (2) დაჭერით. სმარტფონი განათავსეთ რაც შეიძლება ახლოს მოწყობილობასთან.
 აპლიკაციის მთავარ ეკრანზე თანმიმდევრულად შეეხეთ "+" → "მოწყობილობის დამატება".
შენიშვნა. თუ თქვენ მიიღებთ სისტემურ მოთხოვნებს თქვენი სმარტფონის ნებისმიერი ფუნქციის გასააქტიურებლად, შეასრულეთ ისინი.
 მოწყობილობა ავტომატურად მოიძებნება და მისი სურათი გამოჩნდება "ავტომატური ძებნა" განყოფილებაში. დააჭირეთ ღილაკს "დამატება".
 დაელოდეთ შეტყობინების გამოჩენას: "მოწყობილობა 1 წარმატებით დაემატა". დააჭირეთ "დასრულება" ეკრანის ქვედა ნაწილში.
ახლა თქვენ შეძლებთ ნახოთ აპლიკაციაში AENO ინფორმაცია აწონილი პროდუქტების შესახებ. აპლიკაციის მახასიათებლების შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოს სრული ვერსია aeno.com/documents.
შესაძლო გაუმართაობის აღმოფხვრა
 მოწყობილობა არ ირთვება. შესაძლო მიზეზი: ბატარეები არ არის ან დამჯდარია; ბატარეების დაყენებისას პოლირება არ იყო
გათვალისწინებული. გადაწყვეტა: ჩადეთ დამუხტული ბატარეები განყოფილებაში (4) (ნახ. ბ) პოლარობის გათვალისწინებით.
 მოწყობილობა შემთხვევით ნიშნულებს აჩვენებს ან არ ითიშება ავტომატურად თუ მისი გამოყენება არ ხდება 1 წუთზე მეტ ხანს. შესაძლო
მიზეზი: პროგრამული შეცდომა. გამოსავალი: ამოიღეთ ბატარეები 10 წამით, შემდეგ დააბრუნეთ ისინი. ჩართეთ მოწყობილობა. შემდეგ
სასწორები სწორად უნდა მუშაობდეს.
დისპლეიზე ნაჩვენები მოწყობილობის მუშაობაში არსებული შეცდომის კოდები
"Lo" – კვების წყაროს დატენვის დაბალი დონე; "Err" – გადაჭარბებულია პროდუქტის მაქსიმალური დასაშვები წონა.
ყურადღება! თუ არცერთი შესაძლო გამოსავალი არ წყვეტს პრობლემას, დაუკავშირდით თქვენს დილერს ან სერვის ცენტრს. ნუ დაშლით
მოწყობილობას და ნუ ეცდებით მის შეკეთებას.
თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები ან სირთულეები AENO მოჭყობილობის გამოყენებისას, დაუკავშირდით მხარდაჭერის სამსახურს
ელექტრონული
ფოსტით
სპეციალისტები დაგეხმარებიან საქმის ვითარების გარკვევაში და არ დაგჭირდებათ დროის და ძალისხმევის დახარჯვა მაღაზიაში
მოსასვლელად.
კომპანია ASBISc იტოვებს მოწყობილობის მოდიფიცირების და წინამდებარე დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლებას მომხმარებელთა წინასწარი შეტყობინების გარეშე.
საგარანტიო ვადა და მუშაობის ხანგრძლივობა – 2 წელი საცალო ქსელიდან მოწყობილობის გაყიდვის თარიღიდან.
ინფორმაცია მწარმოებელზე: ASBISc Enterprises PLC, Iapetou, 1, Agios Athanasios, 4101, Limassol, Cyprus (კვიპროსი). დამზადებულია ჩინეთში. ყველა სავაჭრო ნიშანი და მათი სახელები აქ არის მათი შესაბამისი
მფლობელების საკუთრება.
განახლებული ინფორმაციისთვის და მოწყობილობის დეტალური აღწერისთვის, აგრეთვე დაკავშირების ინსტრუქციისთვის, სერთიფიკატებისთვის, იმ შესახებ ინფორმაციისთვის, რომლებიც მიიღებენ პრეტენზიებს
ხარისხისა და გარანტიის შესახებ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ aeno.com/documents.
aeno.com/documents
support@aeno.com
ან
ონლაინ-ჩატის
მეშვეობით
aeno.com/service-and-warranty.
ვებ-გვერდზე
17

Werbung

loading

Diese Anleitung auch für:

Aks0001s