Herunterladen Diese Seite drucken

Philips One HY1200 Bedienungsanleitung Seite 137

Werbung

Verfügbare Sprachen
  • DE

Verfügbare Sprachen

  • DEUTSCH, seite 17
-
თუ ელექტროკარდიოსტიმულატორი ან სხვა
იმპლანტირებული მოწყობილობა გაქვთ,
გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს
ან იმპლანტირებული მოწყობილობის
მწარმოებელს.
-
თუ სამედიცინო პრობლემები გაქვთ, ამ
მოწყობილობის გამოყენებამდე გაესაუბრეთ
თქვენს ექიმს.
ინსტრუქცია ბატარეის უსაფრთხოების
შესახებ
-
ეს მოწყობილობა შეიცავს ბატარეებს,
რომელთა მოხსნაც დაშვებულია მხოლოდ
გამოცდილი პირების მიერ.
-
გამოიყენეთ ეს პროდუქტი მხოლოდ მისი
დანიშნულებისამებრ. ყურადღებით
წაიკითხეთ ეს ინფორმაცია პროდუქტის, მისი
ბატარეებისა და აქსესუარების
გამოყენებამდე და შეინახეთ ის სამომავლო
მოხმარებისთვის. არასწორმა გამოყენებამ,
შესაძლოა, მრავალ საფრთხემდე და
სერიოზულ დაზიანებებამდე მიგვიყვანოს.
მოწოდებული აქსესუარები შესაძლოა
განსხვავდებოდეს სხვადასხვა
პროდუქტისთვის.
-
მოარიდეთ პროდუქტი და ბატარეები ცეცხლს
და მიუშვერთ მათ პირდაპირ მზის სხივებს ან
მაღალ ტემპერატურას.
-
თუ პროდუქტი გახდება მეტისმეტად ცხელი, ან
სუნიანი, ან შეიცვლის ფერს, შეწყვიტეთ
პროდუქტის გამოყენება და დამუხტვა და
დაუკავშირდით Philips-ს.
-
არ მოათავსოთ პროდუქცია და მისი ბატარეები
მიკროტალღურ ღუმელში ან ინდუქციურ
გაზქურაში.
-
არ გახსნათ, შეცვალოთ, გახვრიტოთ,
დააზიანოთ ან დაშალოთ პროდუქტი ან
ბატარეა მათი გადახურების ან ტოქსიკური ან
სახიფათო ნივთიერებების გამოყოფის
თავიდან არიდების მიზნით. არ დაუშვათ
ბატარეების მოკლე ჩართვა, გადაჭარბებული
დამუხტვა ან უკუდამუხტვა.
-
ეს მოწყობილობა შეიცავს ბატარეებს,
რომელთა ჩანაცვლება შეუძლებელია.
როდესაც ბატარეის ექსპლუატაციის ვადა
ამოიწურება, უნდა მოხდეს ამ მოწყობილობის
სათანადო წესით უტილიზაცია, იხილეთ
ნარჩენების გადამუშავების სექცია.
შენახვისა და ტრანსპორტირების
პირობები
ტემპერატურა -10°C-დან 60°C-მდე.
ელექტრომაგნიტური ველები (EMF)
ეს Philips მოწყობილობა შეესაბამება ყველა
მოქმედ სტანდარტსა და რეგულაციას, რომელიც
ეხება ელექტრომაგნიტური ველების
გამოსხივებას.
სიმბოლოების განმარტება
პროდუქტზე შეიძლება გამოჩნდეს შემდეგი
სიმბოლოები:
-
წაიკითხეთ ოპერატორის სახელმძღვანელო
(ნახ. 2).
-
მოხსნადი ელექტრომომმარაგებელი ნაწილი
(ნახ. 3): „xxxxxx" მიუთითებს დამტკიცებული
გამოსაყენებელი დამმუხტველის მოდელის
ნომერზე.
შესავალი
გილოცავთ შენაძენს და მოგესალმებით Philips-ში!
სრულად რომ ისარგებლოთ იმ მხარდაჭერით,
რომელსაც Philips-ი გთავაზობთ,
დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქტი აქ
www.philips.com/welcome.
მიზნობრივი გამოყენება
Philips One ელექტრო კბილის ჯაგრისები მიზნად
ისახავს კბილებიდან მიკრული ნადებისა და
საკვების ნარჩენების მოცილებას კბილის
კარიესის შესამცირებლად, პირის ღრუს
ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და
შესანარჩუნებლად. Philips One-ის ელექტრო
კბილის ჯაგრისები განკუთვნილია სახლში
გამოყენებისთვის. ბავშვებმა უნდა გამოიყენონ
ზრდასრულის ზედამხედველობით.
თქვენი Philips One (სურ. 1)
1 სახელური
2 ჩართვის ღილაკი
3 ბატარეის შუქინდიკატორი
4 დამტენის პორტი
აქსესუარები:
5 ჯაგრისის თავაკ(ებ)ი
6 სამგზავრო ჩანთა
7 სამგზავრო ჩანთის სახურავი
8 ჯაგრისის თავის სამგზავრო ხუფი
9 გადამყვანი USB-A-დან პატარა შტეკერზე
შენიშვნა: თანდართული აქსესუარები შესაძლოა,
განსხვავდებოდეს შეძენილი მოდელის
მიხედვით.
დაწყება
ჯაგრისის თავის დამაგრება
1 გაასწორეთ ჯაგრისის თავი ისე, რომ ჯაგრულა
სახელურის წინა მხრის მიმართულებით იყოს.
დააჭირეთ ჯაგრისის თავი ლითონის ტარზე
(ნახ. 4).
შენიშვნა: ნორმალურია, თუ ჯაგრისის თავსა და
ტარს შორის მცირე არეს შენიშნავთ (ნახ. 5). ეს
ჯაგრისის თავს სათანადო ვიბრაციის საშუალებას
აძლევს.
Philips One-ის დატენა
1 USB-A დამტენის კაბელი შეაერთეთ ტარის
ქვედა მხარეს მოთავსებულ დამტენის პორტში
(ნახ. 6).
2 USB-A დამტენის კაბელი შეაერთეთ 5 V USB
კედლის გადამყვანში (ტიპი A).
შენიშვნა: კედლის გადამყვანი არ მოჰყვება.
გამოიყენეთ მხოლოდ 5V IPX-4 გადამყვანი
(ტიპი A).
3 Philips One ორჯერ დაიწრიპინებს, რაც
მიუთითებს, რომ კბილის ჯაგრისი იტენება.
4 კბილის ჯაგრისის დატენა მანამდე
გაგრძელდება, სანამ ბოლომდე არ დაიტენება.

Werbung

loading